Monday, March 21, 2011

სურათის აღწერა მარტოხელა მგელზე. (ჰერმან ჰესსეს მიხედვით) მხოლოდ უცნაურთათვის


სურათის აღწერა მარტოხელა მგელზე
(ჰერმან ჰესეს მიხედვით)
მხოლოდ უცნაურთათვის

არც იყო და თთქოს იყო ეს ადამინი, ბავშვობიდან ღრმად მოაზროვნე და განსაკუთრებული თვისებების მქონე, რომელიც ყველგან და ყველაფერში მიზეზებს ეძებდა, „რატომ“????? ეს კითხვა მუდმივად არ ასვენებდა და როდესაც ვერ ან არ შეეძლოპასუხის მიღება გარბოდა, გარბოდა ყველასგან და ყველაფრისგან. ადამიანებს როგორც ცხოველებს ისე აღიქვამდა, აი ბიძამისს აქვს როგორც ასეი „ბიძამისის“ სახე მაგრამ სინამდვილეში იგი ძაღლია, მხოლოდ „ბიძამისის“ ნიღაბი უკთია. ბიცოლმისი „ვირთხაა“, მაგრამ ბიცოლამისის“ ნიღბითაა, ირგვლივ ცხოველთა სამყაროა, რომელსაც არ უნდა ენდო და სადაც ყველა ნიღბითაა, შეიძლება შეგეშალოს და შეცდე, ძალიან შეცდე.
არ ვიცი რისი შედეგი იყო ეს ავადმყოფური წარმოსახვა, მაგრამ ერთი კია, რომ თვითონაც განუდგა ყველას და თავდაცვის მიზნით მარტომ დაიწყო ცხოვრება, ნიღბად კი ჰუმანურობა, ჭკვიანურობა, ანცობა, და მეგობრულობა ჩაიცვა. ერთხელაც მარტო ყოფნის დროს, იგრძნო როგორ აიწია სკამიდან და აფრინდა ჰაერში, მერე აღარაფერი არ ახსოვს, გონზე საშინელმა თავის ტკივილმა  მოიყვანა ყურს უკან თითქოს რაღაც ჩაურჭვესო, მას შემდეგ მთელი ცხოვრება იტკიებდა იმ ადგილს და რატომღაც ეგონა, რომ იქ ვიღაცამ რაღაცა ჩაუდო. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაშორდა „ცხოველთა სამყაროს“, რომელიც ბიცლებისა და ბიძების ნიღბების სამყარო იყო. ხანდახან მგლობიდან ცდილობდა მაქსიმალურად ადამიანური ყოფილიყო და ხშირადაც გამოსდიოდა ხოლმე, რის შემდეგაც შეტაკება უხდებოდა მარტოხელა მგელთან, როგორც ორბუნებოვანს, რომელსაც განუწყვეტელი შინაგანი ომი აქვს, ხნ ვინ მარცხდებოდა ხან ვინ, ასეთი ბუნებოვანი საწყისით გამწარებული მერე თვითონ სხვებ ამწარებდა, ვერ გაერკვია, რომ ორვე არ უნდა ეკვება, იგი კი ხან რომელს კვებავდა და ხან რომელს, მგელი რომ ესაზრდოებინა იგი გაძლიერებოდა, ადამიანი რომ ესაზრდოებინა ადამიანი, მაგრამ ამისათვის არ ჰყოფნიდა არც სიბრძნე და არც გამოცდილება, ამიტომაც მუდმივ ბრძოლაში და გაწამაწიაში იყო. ამის შედეგი იყო, რომ ხან ტოლებში ჩხუბობდა, ხანაც მშობლებში, ხანაც სამყაროს ეომებოდა, გოგოებს ამწარებდა,მელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ზიზღს გრძნობდა მათ მიმართ, როგორც არაგულწრფელი  და ყაბი არსებები მიმართ. შემდეგ, როდესაც ქალს კარგად ეზიარა საოცარი პარტნიორი იყო, ყველა ქალი ვისთანაც კი წოლილა გიჟდებოდა მასზე და ეს უფრო აზიზღებდა და აშორებდა მათ. ვის სიყვარულსაც გულში ჩაიდებდა ყველას აუბედურებდა, უყვარდა და ამწარებდა, იყო მომენტები, რომ ეტრფოდა, ეთაყვანებოდა, და მაინც ამწარებდა, გულგრილად ტოვებდა,  და გარბოდა, გარბოდა სადღაც შორს...... მარტოსულობისკენ. ზოგჯერ გიჟური სურვილი ჰქონდა, რომ ჰყვარებოდათ, ყოფილიყვნენ მისი ერთგული და სამუდამოდ, ჰყვარებოდათ ისეთი როგორიც იყო,  მიეღოთ უპრეტენზიოდ.... და როგორც კი მიიღებდნენ უპრეტენზიოდ და ისეთს როგორიც იყო,  ეგრევე ეზიზღებოდა და გარბოდა.
საოცრად ბევრს კითხულობდა, ამ მგელკაცს კარგად თუ გაიცნობდი თორემ ვერც შეატყობდი რომ მასში მარტოხელა მგელი ბუდობდა. არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა შეეგრძნო ესთეტიკა, ეთიკა, და ფილოსოფიური სიღრმეები, უმშვენიერესი მუსიკა, ელაპარაკა ლექსებით, მას დიდი პრეტენზიები ჰქონდა და ძალიან ამბიცირი იყო. მუდამ ცდილობდა, რომ ხროვის თავში ყოფილიყო და როგორც კი არ გამოუვიდოდა, ან სისხლს ღვრიდა ან მარტოდ გადიოდა სანადიროდ ან კიდევ მარტოხელობისკენ გარბოდა, გარბოდა და გარბოდა.......
იყო მომნტები, როდესაც ის ადამიანურად ბედნიერი იყო და იმარჯვებდა მარტოხელა მგელზე, ამ წუთებს გიჟურად მძაფრად აღიქვამდა, შეეძლო იმ მომენტისთვის საყვარელი ადამიანი დიდების მწვერვალზე აეყვანა, გაეღმერთებინა, მაშინ ის ნეტარებდა, მაგრამ დრო და ხანის შემდეგ, მწარედ ნანობდა, თავისი ორბუნებოვნებით გამწარებული ღამისეულ გაქცევაში ან სხვადასხვა ქალაქებში წანწალში ეძებდა გამოსავალს.
საქმეზეც მარტო მიდიოდა პარტნიორის გარეშე, არა იმიტომ, რომ ფული სჭირდებოდა, უბრალოდ უნდოდა თავის თავისათვის რაღაცის დამტკიცება, ინტერესი ჰქონდა, შეეძლო შესულიყო და არც არაფერი წაეღო, შეიძლება სურდა ხროვისთვის რაღაცის ჩვენება, ადგილი აქელასათვის, „მაუგლი“ ხო ზეპირად იცოდა.
როგორც კი მის თავისუფლებასა და მარტოხელობას, მის დამოუკიდებლობას რაიმე ან ვინმე ხელს შეუშლიდა, მაშინვე განსაკუთრებული სიმძაფრით ხდებოდა მგელი, შეეძლო დაეგლიჯა, დაეკბინა, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არანაირ სიმდიდრეზე არ გაცვლიდა, საერთოდ სიმდირეზე განაკუთრებული წარმოდგენა ჰქონდა, მისთვის ერთი გროში და მილიონი ოქრო, ერთი მნიშვნელობისა იყო, უბრალოდ სჭირდებოდა მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად. ბევრჯერ სარფიან სამომავლო წინადადებებზე ამბობდა უარს, იმიტომ, რომ თვლიდა, რომ ეს შეიძლებოდა რაღაც კაბალა  ან აღვირი ან კიდევ უნაგირი ყოფილიყო, ან მისი მგლური ბუნებისვის უბრალოდ გალია, ასე ჩათვალა უნივერსიტეტში ყოფნაც, სადაც ყველას უნიჭიერეს და უგანათლებულეს ადამიანად მიაჩნდა, ადგა მიატოვა და წავიდა, მისთვის მიუღებელი იყო დროზე მოსვლა, მერე იქ საათებად დაყოფილ ლექციებზე ჯდომა და განრიგით ცხოვრება. ეს მისთვის აბსოლუტური აბსურდი იყო.  ამიტომაც ადგა და წავიდა....
ზოგჯერ მიდიოდა ისე, რომ არც კი იცოდა სად გაიღვიძებდა, ოღონდ კი გასცლოდა იმ ნაცნობ, შეგუებულ სამყაროს, რომლის სუნიც კარგად იკრა, ცდილობდა გარიდებოდა იმ ერთობას და თითქოსდა დაახლოებულ პირებს რომელთაც რატომღაც ეგონათ, რომ მისი მეგობრები იყვნენ, არადა არასოდეს მეგობარი არ ჰყოლია. მაგრამ ბევრისთვის მართლაც უანგაროდ  ტანზე გაუხდია და მიუცია, ბევრისთვის ლუკმა კი არ გაუტეხია, არამედ პირდაპირ პირიდნ გამოუღია და მიუცია,  შედეგ კი ამ საქციელში ამაზრზენსა და შემზარავს ხედავდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს რაღაცის გამო გააკეთა... და კვლავ გარბოდა. გარბოდა. და გარბოდა. საით... არც თვითონ იცოდა.....
თვითონ გარბოდა და მაინც ეგონა, რომ აგდებდნენ, ან უქმნიდნენ ისეთ პირბებს, რომ გაქცეულიყო, მიუხედევად იმისა, რომ უყვარდათ აღმერთებდნენ, ეფერებოდნენ, ეგონა, რომ ატყუებდნენ და ამიტომაც მომფერებ  აგდებდა, ამწარებდა, ვერ წარმოედგინა, რომ მისი ასე შეყვარება შესაძლებელი იყო, არ სჯეროდა, რომ სიზმარშიც ელოდებოდნენ, უყვარდათ, ღამეებს ათენებდნენ მასზე ფიქრში და მის ლოდინში  ......... სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, რადგანაც რეალურ ყოფას ვერ იტანდა და ყველაფრის გაიდეალიზბა უყვარდა როდესაც საქმე სიყვარულს ეხებოდა.
გატანჯული და გაწამებული, როდესაც ისევ ადამიანურს უბრუნდებოდა, მგელთან სამკვდრო სასიციხლო ბრძოლის შემდეგ ხშირად ცდილობდა, რომ თავი მოეკლა, მისი ხელის მტევნები ბევრ ადგილას გადასერილი იყო, მაგრამ რატომღაც არასოდეს მოკვდა, იქნებ ამას არც აკეთებდა სიკვდილისთვის, მას ხო სიცოცხლე გაგიჟებით უყვარდა, მიუხედევად ამისა მუდმივად ჰქონდა სწრავა თვითმკვლელობისკენ, იმ ფორმით, რომ რაღაცას შერწყმოდა, რაღაც სხვა განზომილებაში ყოფილიყო, „თვითმკვლელი“ ის უკვე იყო, მდენად რამდენადაც სულ მარტო იყო, სულ გარბოდა, ამ „თვითმკვლელობით“ ცდილობდა პირველსაწყისთან მიახლოება, რომელსაც ნარკოტიკებსაც აშველებდა, ხანდახან ისეთი დიდი დოზითაც რმელიც გამოცდილ ნარკომანებსაც უკვირდათ. და აი ერთხელაც ოვიდა პირველსაწყისთან მიახლოების წერტილი, ერთხელაც ხედავს როგორ მოკვდა, როგორ აიჭრა მაღლა და შეხვდა მას............   აქ კი არი იყო უკვე მგელი არამედ, ნამდვილი ადამიანი გახდა, მთელი თავის ადამიანური სისუსტეებით,  ადამიანურად შეეშინდა და სთხოვა, რომ დაებრუნებინათ, .............. პასუხი დადებითი იყო, მაგრამ წაყენებული იყო პრობებიც,..........
ამის შემდეგ ხშირად იწყო ღვთის სახლში სიარული, აქედან გამომდინარე მგელთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლები დაიწყო, მისი ერთი ნახევარი მეორეს ჭამდა და ვერ გარკვეულიყო რომელი რომელს აჯობებდა, როგორც ადამიანი ფიქრობდა, რომ რაღაცით დახმარება სჭირდებოდა იმ ადამიანს რომელიც მასში ცხოვრობდა, რომ მოეკლა, დაეღრჩო, მოეწამლა ეს მგელი, ვერაფერს რომ ვერ ახერხებდა ისევ წამლით წამლავდა, ან აზარტულ თამაშებ ეთამაშებოდა, აქაც უმართლებდა, ხშირად დიდი მოგება ჰქონდა............ იქვე ფანტავდა............ და გარბოდა, ისევ გარბოდა. არაჩვეულებრივად ერკვეოდა მოთამაშის ფსიქოლოგიაში, ზეპირად იცოდა დოსტოევსკის „მოთამაშეც“ მაგრამ დოსტოევსკის „ეშმაკნი“ ყველაზე მეტად მოსწონდა,  ერთი პერიოდი სულ დოსტოევსკი იკითხა და მერე ორ კვირით დაიკარგა. ეძებდა მთელი საახლობლო, ყველას ეგონა რომ სადღაც დაიღუპა მაგრამ  არა............
მარტოხელა მგელი ტარდიციულ, უზრუნველყოფილ ოჯახში იზრდებოდა, გულის კუნჭულში თვითონაც ტარდიციული დარჩა,  სხვების მიმართ მომთხოვნი, თვითონ  ამ ტრადიციებს არ იცავდა, არანაირ მოვალეობას და პასუხისმგებლობას არ გრძნობდა არავის და არაფრის წინაშე, თუნდაც შვილების წინაშე რომელიც ბავშვობის მეგობრისაგან ჰყადა, იყო კი საერთოდ ის მისი „ბავშვობის მეგობარი“........ ხშირად უყურებდა თუ როგორ ეძინა მას მის გვერდით, ხშირად სვამდა ვნების ნექტარს მასთან ერთად, მერე კი შესაძლებელი იყო შეზიზღებოდა  ნ ენანა......... ეჭვი ეპარებოდა, მგელივით გააფრებული უღრენდა, გლეჯდა, ამწარებდა. ოჯახი რომელიც ჰყავდა მის საკუთრებად მიაჩნდა, მაგრამ არა მხოლოდ ფიზიკურად, მათი აზრები, მისწრაფებები და ფიქრებიც მას უნდოდა.......  საკმარისი იყო ოჯახს რაიმე პრეტენზიები წაეყენებინა პასუხისმგებლობაზე, „ჩვეულებრივზე“, „პრიმიტიულზე“ როგორიც იყო ყოფითი პრობლემები ან კიდევ სხვა რამ, იმწამსვე მგელი აფრთდებოდა, ჯანყდებოდა და მზად იყო ან დაეგლიჯ ან გაქცეულიყო  და გარბოდა....... ერთი პერიოდი ტაიგაშიც ცხოვრობდა, მარტო...... ამის ფონზე შეეძლო ფეშენებელურ სასტუმროშიც ისეთნაირად ენებივრა, ქალისათვის ფეხქვეშ წითელი ვარდები დაეყარა, ..............
არ იყო ისეთი პიროვნება, არც როგორც ადამიანი და არც როგორც მგელი, რომ დამარცხებას შეგუებოდა, და ფარხმალი დაეყარა, შეიძლება შენთვის არ ეჩვენებინა, რომ ხმალაღმართულია, მაგრამ სინამდვილეში სტრატეგიებს ამუშავებს, რომელიც ხშირად მისი გამარჯვებით მთვარდება, და ამ გამარჯვების მომენტის ბედნიერებისთვის ყველას და ყველაფერს დათმობდა.
ხანდახან როდესაც მარტოხელა მგელი მოდუნებული იყო, მოსიყვარულე და ერთგული ხდებოდა, მაგრამ მაინც არ შეეძლო ეწია ცხოვრების ჭაპანი ........ ასეთ დროს შეეძლო დღეების, კვირეების განმავლობაში გდებულიყო ტახტზე და ფიქრობდა, ფიქრობა და ფიქრობდა....... ვინ იცის რას. ბოლოს ისევ ჯანყდებოდა და იწყებდა მგელი და კაცი ერთმანეთის ჭამას. მეგობრები „ჩამოგდებულ ანგელოზს“ ეძახდნენ და ანატოლ ფრანსის მთელი აკადემიური გამოცემაც მოუტანეს საჩუქრად.  ყველა წაიკითხა......... რამოდენიმე კვირით გაქრა. სვანეთის მთებში იყო...........
გადიოდა დრო, ხშირად ახსენდებოდა წაყენებული პირობები, ისევ იწყო სიარული ღვთის სახლში......... მისთვის ეს სათადარიგო კარი იყო, მაგრამ ძალიან ეშინოდა, თითქოს მარტოხელას და უშიშარს, ძრწოლვა იტანდა ამის გაფიქრებაზე, რომ ადამიანურ საწყისს ბოლობოლო უნდა მოეკლა ის მეორე....... მარტოხელა მგელი,  უნდა შეხედროდა პირიპირ საკუთარ სულს,  და მასთან გაემართა  საბოლოო და გადამწყვეტი სამკვდრო სასიციცხლო ბრძოლა, გრძნობდა რომ ეს გარდაუვალი იყო,  იმასაც გრძნობდა, რომ ეს საჭირო იყო, სულ იმეორებდა, რომ „ кирпичи сами собой никогда не пабают“,  იგი მშვენივრად გრძნობდა ვინც იყო,  მაგრამ ამ საკითხში კარგად გარკვევის მერე, მეორე სატანჯველი გაუჩნდა, რატომ იყო ასეთი, ვინ ინება, რომ ის ასეთი ყოფილიყო, ........... აქედა დაიწყო დიდი ათვლის წერტილი, რომელსაც გრძნობდა, რომ საბოლოოსაკენ მიჰყავდა, აქ კი მართლაც უნდა შებრძოლებოდა მარტოხელა მგელს, რომელიც მასში ცხოვრობდა და სიცოცხლეს უწამლავდა, მისთვის მგლურად უნდა გამოეღადრა ყელი, საბოლოოდ დაესვენა და გამოეღო სათადარიგო კარი და გასულიყო......
ერთხელაც დიდი ნადავლით დაბრუნებული ღვთის სახლში შევიდა, რათა მადლობა შეეწირა, პირველსაწყისთან მიახლოებას ცდილობდა ამით, ტაძარი ცარიელი იყო, შესაწირის დატოვება მოინდომა და რომელიღაცა კარი გამოაღო.......... ნახა როგორ აგორებდნენ ყომარს .................... დაიწყო ისევ მგელთან შეტაკება, ბრძოლა გადამწყვეტი ეტაპისთვის, იცოდა რომ მისი შინაგანი დანიშნულება იყო უზენაესისაკენ წასვლა, ამიტომაც მიეცა „ხანი“, ამ საზოგადო ყოფაში, რომ მარტოხელა მგელი დაემარცხებინა და მისი განადგურებით მოესპო და წაეშალა ყველა მისი ნამოქმედარი.  პირობა  დადებული იყო..... იცოდა, რომ უნდა შეესრულებინა, გზაც იცოდა, მაგრამ ვერ გადიოდა სათადარიგო კარში. პირველი ცდაც კი იქითკენ გასულიყო მარცხით დამთავრდა, ეს აგიჟებდა ........ არც ადამიანი იყო რომელიც „საზოგადოებას“ სირდებოდა და არც „მგელი“ იყო  რომელიც ხროვას სჭირდებოდა. მას თითქოს არ ჰყოფნიდა გამბედაობა ამ „საზოგადოებაში“ ყოფილიყო, რანგზე ფიქრობდა, მაგრამ საფეხურებზე ასვლა უჭირდა, კი არ უირდა აღიზიანებდა, რადგანაც გრძნობდა, რომ ნიჭის და უნარის დეფიციტი არ ჰქონდა, ყველაფერს მარტოხელა მგელს და იმ შემოჯარულ “საზოგადოებას“ აბრალებდა რომელშიც ცხოვრობდა და რომელთაც ნიღბები საუკეთესოდ მოერგოთ ისე, რომ ვერ ჩამოგლეჯდი, ამიტომაც ვერანაირად ვერ ჯდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესში, რის გამოც უსაქმური, უპასუხისმგებლო, მაწანწალა, ეგოისტი, ავადმყოფი და ვინ იცის კიდევ რას არ ეძახდნენ, რომელიც საერთოდ არ ადარდებდა და არ აინტერესებდა.
მაგრამ არ ასვენებდა პირობა რომელიც წაუყენეს, თანაც იცოდა რომ ეს სხვა პირობა და სხვა ძალა იყო........ ბუნებით „თვითმკვლელი“ იყო, მაგრამ როდესაც ერთხელ ტყვიების წვიმაში მოჰყვა შიშისაგან ძრწოდა, ბოლოს ხევში ავარდა ტლაპოში, იქაც აღწევდა ტყვიები  და ტალახში შიშინით იკარგებოდა, აქ კი მგელს მართლაც შეეშინდა, მიხვდა, რომ მის მტერს რომელიც მეორე ნახევარი იყო იცავდნენ, რათა მისია შეესრულებინა, თვითონ კი განწირული იყო მგელი. მას სხვა“ძალასათან“ ჰქონდა საქმე.
ერთხელაც ორი კვირა მამათა მონასტერში იცხოვრა, მიხვდა, დრო იყო რომ მგელი  მოეკლა, რადგანაც „ორბუნებოვანს“ არ შეიძლება ერთი სწამდეს ჭეშმარიტად, და გაიცნობიერა, რომ თუ „უზენაესს“ იწამებ მგელის ცხოვრებით, ჩვეულებრივი სინამდვილით და ყოფით ვერანაირად ვერ იცხოვრებ.
დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, მგელი გაცოფებული იყო, არ აპირებდა პოზიციების დათმობას, გალეშილი, დუჟმორეული ცდილობადა, ადამიანის შეჭმას, ან თუ ვერ შეჭამდა ცდილობდა სისხლისაგან დაეცალა, მოექანცა, დაენაწევრებინა..........
ბრძოლისაგან დაღლილი, სისხლისაგან იცლებოდა,  სათადარიგო კარის სახელურს ჩამოებღაუჭა, იცოდა თუ ამ კარს გამოაღებდა გავიდოდა და მგელი მკვდარი იყო.
ბრძოლ დადხანს მიდიოდა, ის გამწარებული არ უშვებდა ხელს სათადარიგო კარს, რომ გამოეღო  მხოლოდ გასაღები უნდოდა.......  მგელი კი გრძნობდა რომ სისხლისაგან უნდა დაცლილიყო ან უბრალოდ უსისხლოდ უნდა ჩამკვდარიყო. ხელი არ გაუშვა სახელურს, და აი იპოვა „გასაღები“, უფრო სწორად გასაღებმა თვითონ აპოვნინა თავი, ღამით უკუნ სიბნელეში თვითონ გაანათა ........ აქაც დამარცხდა, როგორც პიროვნება „უზენაესმა“ თვითონ იზრუნა რომ პირველსაწყისთან გაადვილებოდა მისვლა და მგელს არ შეეჭამა........ მგელი უგონოდ დავარდა ............   იგიმკვდარი იყო...........


2006 წელი, დალი

No comments:

Post a Comment