Monday, March 21, 2011

ჯგუფი ნომრით ESM DF2004


„ეს არის ყველაფერი ის, რასაც ვტოვებთ ჩვენს შემდეგ, და ეს არის ყველაფერი ის, რაც მიგვაქვს თან“ – შევჩუკი დდტ

რას ვტოვებთ ჩვენს შემდეგ, და რა მიგვაქვს თან.... სიყვარული, მხოლოდ გახსენება, მხოლოდ სახელი და გვარი, რომელიც ზოგჯერ არაფერს ნიშნავს, გამოგონებები, წერილები, წიგნები, ძვირფასი ნივთები, ფული, თუ ......
ალბათ განგებამ დააკავშირა ყველა ეს ადამიანი ერთმანეთს, იმიტომ რომ არაფერი თავისით არ ხდება, იმიტომ, რომ ანუშკამ უკვე დაღვარა ზეთი, იმიტომ, რომ „არ გარდავა გარდაუვალი მომავალი საქმე ზენა“, იმიტომ რომ „აგურები თავისთავად არ ცვივა“ და კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენზე არ არის ხშირად დამოკიდებული.
ეს „ოჯახი“ ერთად ცხოვრობს უკვე ოთხი წელია, ერთ ჭერქვეშ, ერთი სიხარულით და გაჭირვებით.  მათ უკვე საკუთარი ენა აქვთ, ან ზოგჯერ სულაც არ სჭირდებათ კომუნიკაცია, ისე ესმით ერთმანეთის. ხანდახან არის უთანხმოებები, მაგრამ ამას შეძლებისდაგვარად ცივი გონებით აგვარებენ და არა ემოციურ ფონზე, შეიძლება ეს იმიტომ ხდება რომ ინტელექტუალები არიან და ერუდიცია არ აძლევს იმის საშუალებას რომ იყონ „ცუდები.“
მე ისევ  მათ აუდიტორიაში ვდგავარ და ვხედავ მათ:
აი ეს „ბავშვი“ რომელსაც პირველს ვაფიქსირებ, არასოდეს არ ყოფილა თითქოს პატარა, იგი დიდი დაიბადა, თითქოს მას არასოდეს არ უთამაშია სახლობანა ან ექიმობანა, არ ანცობდა და არ გაიძვერობდა, იგი იჯდა და უსმენდა, უსმენდა თუ როგორ საუბრობდნენ დიდები,  ცდილობდა რომ ყოფილოყო დიდებისნაირი და ამას ისე შეეგუა, რომ თავის ასაკს ვერ აცნობიერებს, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა სულ რაღაც 20 წლის. შემდეგ კი თვითიონ დაიწყო დიდებივით საუბარი, და რადგანაც თავიდანვე დიდებივით საუბრობდა უფროსებმა ჩათვალეს, რომ  მას ძალიან დიდი პრეტენზიები უნდა წუყენონ, რომ მას შეცდომების უფლება არა აქვს.... და ასე შემდეგ, რასაც დიდებისგან ითხოვენ ხოლმე დიდები....... არადა თვითონ როგორები არიან ეს დიდები?...... ის უკვე დაღლილია, დაღლილი როგორც მეორე ასაკის ქალი, მან თითქოს მთელი ქალური ცხოვრებით იცხოვრა, ასევე იცხოვრა მთელი დატვირთვით და მთელი ცხოვრება მთელი მისი ატრიბუტებით შეიგრძნო. სწავლაში ძლიერმა ენებში ძლიერმა, პიროვნულად ძლიერმა თითქოს გალია და ამოწურა უკვე ყველაფერი და ინერციით მიდის, დაიღალა ო როგორ დაიღალა...... მეტად დამოუკიდებელია, შეიძლება ამის მიზეზი ის არის, რომ უკვე 14 წლის ასაკში ერთი წლით მარტო იყო გერმანიის ერთ ერთ გიმნაზიაში, იქ ისწავლა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და მასზე სრული პასუხისმგებლობის აღება. მახსოვს მისი ერთი ფრაზა, რომელიც ძალიან კარგად მეტყველებს მის ხასიათზე,  „ვთვლი, რომ ვარ ლოკომოტივი და არა მასზე მიბმული ვაგონი“. ძალიან აინტერესებს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, ამიტომაც გადაწყვიტა კარგად შეისწავლოს ფსიქოლოგია, რადგან, თვლის, რომ „ადამიანეური ურთიერთობები – აი საბოლოოდ ის  ყველაფერი, რის გარშემოც ბრუნავს დედამიწა“.
ეს ბიჭიც ამ „ოჯახის“ წევრია, იგი „დიდი“ის გვერდით ზის ყოველთვის ნახევარწრის თავში,  ანუ აუდიტორიაში რომ შედიხარ მარცხნიდან პირველ მერხზე,  ისინი მეგობრობენ, შეიძლება გულითადადაც ან უბრალოდ ღია და მართალი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან, და ეს სწორიც იქნება, რადგანაც ორივე მართალი და ღია ბუნების ადამიანია, მაგრამ  მისგან განსხვავებით ეს ბიჭი ოდნავ ბავშვურია, ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი რაღაცა ბავშვური წერტილი, ზოგიერთ ადამანს სიცოცხლის ბოლომდე შერჩება ხოლმე ეს რაღაც ბავშვური სხივი, რომელიც მას უფრო სანდოს და თითქოსდა სუფთას ხდის. მე ის მისაღები გამოცდებიდან მახსოვს, როცა გერმანულის ტესტში გაპარულ საინტერესო შეცდომას აკრიტიკებდა, რის გამოც მას ქულა აკლდებოდა და ამ მშვენიერი შანსის გამოყენებით ქულაც აიწია და იქ მყოფების სიმპატიაც დაიმსახურა. ასე მოხვდა ამ „ოჯახში“. იგი ალბათ არ იქნებოდა ისეთი დინჯი, როგორიც ჩანს ახლა აქ, ამ „სახლში“ თანაცხოვრების დროს, თითქოსდა მოუწესრიგებელია და ამ დროს ყველაფერს ასწრებს, თითქოსდა უემოციო და დინჯია და ამ დროს საოცრად ემოციური, მგრძნობიარე და აზარტულია, თითქოსდა ქაოტურია და ამ ქაოსში მუდმივად შეუძლია წესრიგის პოვნა და ამაში დარწმუნებული უშიშარია..... შეიძლება იმიტომაც თქვა, რომ „გაგიჟებით უყვერს როცა ფინანსებზე წერს რამეს, ან გათვლებს აკეთებს“.  მას საოცრად თაფლისფერი და ლამაზი თვალები აქვს, რომელიც იმდენად მეტყველია, რომ ზოგჯერ საუბარი არ სჭირდება, ასევე აქვს ძალიან კეთილი ღიმილი, არ შიძლება თვალებმა და კეთილმა ღიმილმა მოგატყუოს........... მას მთლი ჯგუფი ენდობა... და თუ ჩაიჭრება მიუტევებენ, იმიტომ, რომ უბრალოდ შეცდომა ადამიანურია და მასაც აუცილებლად უნდა მოსვლოდა, იმიტომაც, რომ ძალიან უყვართ. ამ თანაცხოვრებში ჯგუფში მას ყოველთვის ბოლო გადამწყვეტი ხმა აქვს.... მართლაც ყველა დისკუსიის დროს, დიდხანს არაფერს ამბობს, საბოლოოდ კი ისეთ რამეს იტყვის, რომ ყველას გადაჩრდილავს, ქარიზმატული ადამიანია, რა გინდა ....   ხშირად მჰყვებიან ....
ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მუდმივად „დიდ“თან ერთად დადის, თავისი სიმპატიურობით გამოირჩევა, მან ეს ძალიან კარგად იცის, ელვის პრესლის ადარებდნენ გოგოები და ბევრს ალბათ ღამეებიც უთენებია მასზე ფიქრში, მაგრამ თავის ოჯახში ანუ აქ, ამ „სახლში“ სადაც ის ამ ადამიანებთან ერთად ცხოვრობს ამით არ სარგებლობს, ის და „დიდი“ ბავშვობის მეგობრები არიან, განუყრელი მეგობრები, ის პრაგმატულად უყურებს ცხოვრებას და შედარებით მარტივად, ვიდრე სხვები მის გვერდით, იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი, რასაკვირველია შეძლებისდაგვერად, და ცდილობს იცხოვროს კარგად, ძალიან თანამედროვეა და ამ დროს ძალიან ტრადიციული, ამის ყველაფრის ერთმანეთთან შერწყმა კარგად გამოსდის, მიუხედავად იმისა, ნებიერაა „ყოველთვის შეუძლია დააფიქსიროს  გაჭირვებაში მყოფი და შეეცადოს მის დახმარებას“..... ვიღაც ვიღაცეების შეფასებაში ძალიან მოზომილია, რაც კიდევ უფრო ღირსეულს ხდის მას ჩემს თვალში. თუ საჭიროა იუზრდელებს კიდეც, თუ საჭიროა გალახავს და შეაგინებს კიდეც,  ქართული კაცური ღირსება მისთვის პრიორიტეტია....... ამის შესახებ მას საკუთარი კონცეფცია აქვს, ზოგჯერ ოდნავ აგდებული ტონი აქვს, მაგრამ ჩქარა ხვდება თუ საჭიროდ არ მიიჩნევს მყისვე ცვლის ამ ტონს.
გამოცდაზე მისაღებში ვიღაცა გოგონა ფეხმორთხმით იჯდა სკამზე და ისე წერდა მათემატიკას,  კომისიის ერთ-ერთი წევრი მივიდა და უთხრა იქნებ გასწორდეთ ახალგაზრდა და ისე წეროთო. –თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე როგორ ვიჯდები წერისას, იყო აბიტურიენტისათვის  ცოტას  არ იყოს უცნაური და თამამი პასუხი.........  მას მერე აქ ცხოვრობს, ამ თანაცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა, რადგანაც შეცდომებზე სწავლა მისი თვისებაა, გარეგნულად თითქოსდა ხისტს საოცრად ნაზი ბუნება აქვს, და შეუძლია ვაზის ფოთოლქვეშ შემალული მტევნის ერთ კურცხალის ცრემლი დაინახოს, მას შეუძლია მთელი დღეები ბალკონზე იდგეს და სამყაროს აკვირდებოდეს, შემდეგ კი მთელი ღამე ზღაპარში ან თავისსავე შექმნილ არარეალურ სამყაროში ან სასახლეში, სადაც თვითონ დაალაგებს ყველაფერს, თავისი წესების მიხედვით  იცხოვროს, იგი ზოგჯერ დაბნეულია, ხანდახან უბედური, მაგრამ ხშირად რომანტიული და სხვა განზომილებაში მცხოვრები. რატომღაც მგონია, რომ მუდამ თავის ბავშვობას მისტირის და ენატრება თითქოს იმ ზღაპრულ ქვეყანაში  დაბრუნება, რასაც ბავშვობა ჰქვია, სადაც  ყველაზე ძვირფასი რამ დარჩა და ვერასდროს ვერ აინაზღაურებს იმ დანაკლისს. „მისი ასცედენტი 17. 30 –ია, კატის წელში დაბადებული თევზებია, უყვარს გაზაფხული და იდუმალებით გამოირჩევა, კითხულობს დოსტოევსკის, ბულგაკოვს, დოჩანაშვილს და გაგიჟებით უყვარს დედა, ამით ბედნიერია“. საოცარი ადამიანია, ერთხელ მისი შეყვარებული გამაცნო და მითხრა „აი ადამიანი რომელსაც ვუყვარვარ, და არ ვიცი რატომ.“
ვდგავარ აუდიტორიაში და ვხედავ ამ გოგონას გვერდით ვინც უზის, ამ ჭაბუკს  ახლადგაღვიძებული უმანკო პატარას თვალები აქვს, მას სახეზე თითქოს კითხვის ნიშანი ახატია, როცა ესაუბრები მუდმივად აზრიანი და მეტყველი თვალებით გისმენს, გულუბრყვილო შეკითხვების დასმა იცის და პასუხის მოლოდინშიც ასევე პატარასავით შემოგყურებს. რატომღაც მგონია, რომ საშინლად ეშინია ადამიანების განაწყენების, იმიტომ, რომ ძალიან ჰუმანურია........ ვერ წარმომიდგენია როგორ ჩხუბობს, როგორ იგინება, ან როგორ ურტყამს ვიღაცას... ეხლა ვიცი, რომ შეყვარებულია და ამით ძალიან ბედნიერია. ის და ეს ყველაზე გამხდარი თეთრი ბიჭი სულ ერთად არიან, ძალიან განსხვავებულები არიან და შეიძლება ესეც კი იყოს მათი სიახლოვის მიზეზი. ამ გამხდარ თეთრ ბიჭს დიდრონი მომწვანო მოცისფერო თვალები აქვს, მოწესრიგებული, თითქოსდა პედანტურიც არის, რომელიც ცდილობს..... ცდილობს.... ცდილობს ..... ვიღაცას უმტკიცებს რაღაცას, ყველას თავის მოვალეობებს ახსენებს....., ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს გამო რამე დათმოს. უყვარს თავისი მხარე და ერთხელაც როცა პრაქტიკაზე მეგონა ვურეკავ და ვეკითხები: –სადა ხარ? და უცებ მამალი ყივის ..... – აი სადაცა ვარ, თქვენც ხომ გაგიხარდათ მისი ხმის გაგონება მასწ? .... მართლაც გამიხარდა.......  მას თავისებური შეხედულებები აქვს რაღაც რაღაცეებზე, მიაჩნია, რომ „არ არის საჭირო მეგობარი, რადგანაც არ იქნები დავალებული“, მაგრამ ეს არასოდეს არ იგრძნობა ამ „ოჯახში“ თითქოსდა შეფუთული თემაა, არ ვიცი ამის ყველაფრის დირიჟორი ვინ არის, მაგრამ უხილავი  მმართველი ამ პროცესებს ჰყავს, ეს ალბათ ის „დიდია“, რომელიც არასოდეს ყოფილა ბავშვი და მართლაც თავისი „ოჯახის“ წევრ ბავშვად დარჩენილ ამ გოგონასაც  დედასავით უყურებს.
 ამ გოგონას მაყვალივით თვალები აქვს, რომელიც ხშირად  შინაგანი ენერგიისაგან  უელავს, სადაც მივა, ვისაც დაეკონტაქტება ყველასთან ახლოს მიდის, არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც სულ მგონია, რომ ებრაელია. მას შეუძლია ღიად გაგრძნობინოს თავისი განწყობა შენს მიმართ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ასე უნდა, მეორე იმიტომაც, რომ ძალიან ემოციურია, თბილი ადამიანია და ვერც შეძლებს გრძნობების და დამოკიდებულებების შენიღბვას, მახსოვს ერთხელ ლექციის ბოლოს მთხოვა ჩაგეხუტებიო, და ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ეს ერთ ერთი უბედნიერესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ის მუდმივად სითბოსმაძიებელია, თითქოს ყველგან სიყვარულსა და სიხარულს, სოთბოს ეძებს, მაგრამ არა ეგოისტურად, თვითონ საოცრად ბევრს გასცემს, ის ბედნიერია, რომ „წმინდანის სახელი ჰქვია“, ძალიან შემოქმედებითია. ცნობილი საბავშვო ანსამბლის ყოფილ წევრს, არა მარტო სიმღერა და ცეკვა, არამედ ხატვა, კარგად წერა, ულამაზესი სამკაულების კეთება შეუძლია. მე დიდხანს ვატარებდი მისი ხელით გაკეთებულ ულამაზეს სამკაულს. ამჟამად შეყვარებულია და ამბობს, რომ „ამქვეყნად ყველაზე კარგი ადამიანი უყვარს.“ მას გამოჩეული მეგობარი ჰყავს ამ „ოჯახში“ , „ოჯახის“ დედას თითქოს არ ემეგობრება, მაგრამ ეს მაშინ ჩანს თუ კარგად დაუკვირდები. მისი მეგობარი კი მუდმივად საქმიანი  და „მსწავლელის“ კლასიკური მაგალითია, კლასიკური განსახიერება. ეს „მსწავლელი“ გოგონა უბრალოდ ასეთია და რა ქნას.  ძალიან გონიერმა აღმოაჩინა, რომ რაღაცა არის იასეთი, რასაც ის მარილს ვერ აყრის, ამის გამო გემოს ვერ ატანს ვერაფერს, იცის თითქოსდა ეს რა არის, მაგრამ როგორ  დაამარილოს არ იცის, თანაც ეშინია არ გადაამლაშოს თუ მიეცა ამის საშუალება. მასაც მისი მეგობარივით მაყვალივით თვალები აქვს, და იგივე სიცოცხლით და შინაგანი ენერგიით სავსე, რომელსაც მუდმივად აკონტროლებს და ეს თითქოსდა არ უნდა, მაგრამ საჭიროდ თვლის, რატომ? ...... როცა ამ კითხვას უფიქრდება ხშირად ვარდება უკიდურესობაში...... მის ცხოვრებას დიდი დაღი აფხაზეთის ომმა დაასვა, ომში მყოფი მამის მოლოდინი, შიში,  შედეგად კი მის სახლში მყოფი უამრავი ლტოლვილი ნათესავი, ტრავმირებული და გატანჯული ადამიანები „ასეთმა სიტუაციამ ჩამოაყალიბა იგი კეთილ ადამიანად, მაგრამ იგივე სიტუაციამ ასწავლა ისიც, რომ ღირსების გრძნობა არასოდეს, არ უნდა დაკარგო.“ თვითონაც „რეიტინგის ბავშვს“ როგორც აქ ვიცით ხოლმე თქმა, თავი ღირსეულად უჭირავს ყოველთვის და ამბობს, რომ რეიტინგმა საკუთარ ძალებში კიდევ ერთხელ დაარწმუნა და იმაშიც, რომ „თუ მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევ.“
აუდიტორია ცარიელია, მაგრამ ისინი აქ არიან, მათ ყველას ამ „ოჯახში“ თავისი „ადგილები“ აქვთ ამ „აუდიტორია“–ში , ამ კორიდორში, ამ მკერდში. ამ გონებაში თუ მახსოვრობაში, ალბა ასე ტოვებს ადამიანი კვალს, ყველგან ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, და ვერ წარმოიდგენს ბევრჯერ განსაკუთრებით მაშინ, როცა „პატარაა“ რომ მასაც შეუძლია ვიღაცის ცხოვრებაში კვალი დატოვოს, ვიღაცა შეცვალოს, ვიღაცა რაღაც რაღაცეებში დააფიქროს „ეს არის ყველაფერი ის რასაც ვტოვებთ ჩვენს შემდეგ და ეს არის ყველაფერი ის რაც მიგვაქვს თან.“  
ხშირად ადამიანი ვერ ხვდება თუ ვერ აცნობიერებს, რომ ის უყვერთ, უყვართ უბრალოდ ყოველგვარი ანგარების, მიზეზების, ან რაიმე მიზნების გარეშე. უბრალოდ უყვართ იმიტომ, რომ ასეთები არიან. შეიძლება ეს „ბავშვები“  ან ადამიანები ზოგჯერ ძალიან პრაგმატულები არიან და ამიტომაც მოსდით ასე, ან „ბავშვობაშივე დაიღალნენ,“ მაგრამ რაც მთავარია როცა ამას გრძნობენ ყოველთვის ადეკვატური პასუხი აქვთ მიუხედავად გაოცებისა....
არის შემთხვევები, როცა ამ „აუდიტორიის“ „ბავშვებს“ ჰგონიათ რომ შენ გეშლება, ან სწორადაც ჰგონიათ, იმიტომ, რომ ჩვენც ხშირად გვეშლება, ამას რასაკვირველია არ გპატიობენ, მაგრამ  ამ ოჯახის ბავშვები პროტესტს „ბავშვი დიდების“ ფორმით გამოხატავენ –  ეს არის ჩუმი და დელიკატური პროტესტი. ეს მაშინ თუ შენი ხათრი აქვთ ან  მოწიწება ან  კიდევ სიყვარული, რაც იშვიათია.  ეს არის არგუმენტებისა და ფაქტების გადმოლაგება, რასაკვირველია თუ არსებობს, რომელსაც ცდილობენ, რომ კარგად დაგისაბუთონ და ბოლოს შეიძლება ვინმემ ჭკუაც კი დაგარიგოს – მიზნის მისაღწევად. ამას  ჩემი აზრით იმიტომ კი არ აკეთებენ რომ ამბიციები აქვთ, რომ ძალზედ ჭკვიანები არიან, უბრალოდ შეიძლება წვლილის შეტანა უნდათ ან სურთ რომ დაამტკიცონ, „ცხვრები“ არ არიან, ან კრიტიკულად აზროვნებენ რაც თავისთავად კარგია, ან უბრალოდ ინტელექტი, ემოცია, თავისი „სახლის“ სიყვარული და თანადგომა ამოძრავებთ.  თანდათან მათ სხვა „ოჯახებიც“ „დააინფიცირეს,“ რადგან დიდ დასვენებაზე მათსავით „ერთი ყველასათვის“  მიდის და საჭმელი მოაქვს, ასევე  ბევრი აკეთებს ისეთივე ე. წ. „ოჯახურ გასვლებს“ ცალკე თუ საყვარელ ლექტორებთან ერთად.
„აუდიტორია“ ცარიელია, მე მარტო ვზივარ და ვიხსენებ თითოეულ მათგანს, ეს მერამდენე ჯგუფი გავაცილე, ზოგი მათგანი არ მახსოვს, ერთეულები კი გამოკვეთილად კარგად, ეს განსაკუთრებული „ოჯახია“ , რომელიც ერთ „ოჯახად“ გამახსენდება და იცხოვრებს ჩემს ცხოვრებაში, მათ ჩემში ძალიან ბევრი შეცვალეს. მენანება, რომ ასე ხშირად ვერ შევხვდებით და ჩვენებურად ვერ „ვიფილაფოზებთ“ (ასე ვეძახდით მუსაიფს ხუმრობით) ამ ცხოვრებაზე, მუსიკაზე, ლიტერატურაზე, კინოზე, შეყვერებულებზე ...
ისინი თავიანთ გზაზე დიდ გზაზე გავიდნენ, როგორც ყველა „ოჯახის“ წევრები მიდიან ხოლმე, და თან თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი გაჰყვათ.
ძალიან მომენატრებიან ........
ასე ტოვებს ყველა ადამიანი თავის კვალს  
შევჩუკი კი ისევ მღერის „ეს არის ყველაფერი ის, რასაც ვტოვებთ ჩვენს შემდეგ და ეს არის ყველაფერი ის რაც მიგვაქვს თან“ .



დალი ცატავა 2008 წელი

როგორ შეიძლება გაბედო ლექსის წერა

როგორ შეიძლება ლექსის წერა,
როცა ირგვლივ ამდენი ჭუჭყი, ნაგავი და ტალახია,
როდესაც ირგვლივ მკვლელი, კახპა და მატყუარაა,
 ცა კიდევ ნისლით დაბურული, რუხი და ცივი.
როგორ შეიძლება ლექსის წერა,
როდესაც ბებრებს, რომელთაც შიათ
ნაგვის ყუთებში ჩაურგავთ თავი.
რამ გაიძულოს ლექსის წერა,
როდესაც ბღარტი თავის სხეულს ჰყიდის,
ნავაჭრი კიდევ მამასთან მიაქვს.
როგორ გაბედე ლექსის წერა,
ლექსი ხომ სადღაც ზემოდან მოდის,
ამაღლებული, წმინდა და სუფთა.

17.12.2000

როგორ შეიძლება გაბედო ლექსის წერა



მე ვხედავ ნათლად ჩემი გასვენების დღეს...........
ÜÄÌÓ ÈÀÅÓ ÊÖÁÏÛÉ ÃÀ ÉÌ ÍÄË ×ÏÍÓ ÌÖÓÉÊÉÓÀÓ
ÒÏÌÄËÉÝ ÃÀÅÖÊÅÄÈÄ ÓÐÄÝÉÀËÖÒÀÃ ÐÀÍÀÛÅÉÃÉÓÈÅÉÓ.
02.2000.

სურათის აღწერა მარტოხელა მგელზე. (ჰერმან ჰესსეს მიხედვით) მხოლოდ უცნაურთათვის


სურათის აღწერა მარტოხელა მგელზე
(ჰერმან ჰესეს მიხედვით)
მხოლოდ უცნაურთათვის

არც იყო და თთქოს იყო ეს ადამინი, ბავშვობიდან ღრმად მოაზროვნე და განსაკუთრებული თვისებების მქონე, რომელიც ყველგან და ყველაფერში მიზეზებს ეძებდა, „რატომ“????? ეს კითხვა მუდმივად არ ასვენებდა და როდესაც ვერ ან არ შეეძლოპასუხის მიღება გარბოდა, გარბოდა ყველასგან და ყველაფრისგან. ადამიანებს როგორც ცხოველებს ისე აღიქვამდა, აი ბიძამისს აქვს როგორც ასეი „ბიძამისის“ სახე მაგრამ სინამდვილეში იგი ძაღლია, მხოლოდ „ბიძამისის“ ნიღაბი უკთია. ბიცოლმისი „ვირთხაა“, მაგრამ ბიცოლამისის“ ნიღბითაა, ირგვლივ ცხოველთა სამყაროა, რომელსაც არ უნდა ენდო და სადაც ყველა ნიღბითაა, შეიძლება შეგეშალოს და შეცდე, ძალიან შეცდე.
არ ვიცი რისი შედეგი იყო ეს ავადმყოფური წარმოსახვა, მაგრამ ერთი კია, რომ თვითონაც განუდგა ყველას და თავდაცვის მიზნით მარტომ დაიწყო ცხოვრება, ნიღბად კი ჰუმანურობა, ჭკვიანურობა, ანცობა, და მეგობრულობა ჩაიცვა. ერთხელაც მარტო ყოფნის დროს, იგრძნო როგორ აიწია სკამიდან და აფრინდა ჰაერში, მერე აღარაფერი არ ახსოვს, გონზე საშინელმა თავის ტკივილმა  მოიყვანა ყურს უკან თითქოს რაღაც ჩაურჭვესო, მას შემდეგ მთელი ცხოვრება იტკიებდა იმ ადგილს და რატომღაც ეგონა, რომ იქ ვიღაცამ რაღაცა ჩაუდო. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაშორდა „ცხოველთა სამყაროს“, რომელიც ბიცლებისა და ბიძების ნიღბების სამყარო იყო. ხანდახან მგლობიდან ცდილობდა მაქსიმალურად ადამიანური ყოფილიყო და ხშირადაც გამოსდიოდა ხოლმე, რის შემდეგაც შეტაკება უხდებოდა მარტოხელა მგელთან, როგორც ორბუნებოვანს, რომელსაც განუწყვეტელი შინაგანი ომი აქვს, ხნ ვინ მარცხდებოდა ხან ვინ, ასეთი ბუნებოვანი საწყისით გამწარებული მერე თვითონ სხვებ ამწარებდა, ვერ გაერკვია, რომ ორვე არ უნდა ეკვება, იგი კი ხან რომელს კვებავდა და ხან რომელს, მგელი რომ ესაზრდოებინა იგი გაძლიერებოდა, ადამიანი რომ ესაზრდოებინა ადამიანი, მაგრამ ამისათვის არ ჰყოფნიდა არც სიბრძნე და არც გამოცდილება, ამიტომაც მუდმივ ბრძოლაში და გაწამაწიაში იყო. ამის შედეგი იყო, რომ ხან ტოლებში ჩხუბობდა, ხანაც მშობლებში, ხანაც სამყაროს ეომებოდა, გოგოებს ამწარებდა,მელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ზიზღს გრძნობდა მათ მიმართ, როგორც არაგულწრფელი  და ყაბი არსებები მიმართ. შემდეგ, როდესაც ქალს კარგად ეზიარა საოცარი პარტნიორი იყო, ყველა ქალი ვისთანაც კი წოლილა გიჟდებოდა მასზე და ეს უფრო აზიზღებდა და აშორებდა მათ. ვის სიყვარულსაც გულში ჩაიდებდა ყველას აუბედურებდა, უყვარდა და ამწარებდა, იყო მომენტები, რომ ეტრფოდა, ეთაყვანებოდა, და მაინც ამწარებდა, გულგრილად ტოვებდა,  და გარბოდა, გარბოდა სადღაც შორს...... მარტოსულობისკენ. ზოგჯერ გიჟური სურვილი ჰქონდა, რომ ჰყვარებოდათ, ყოფილიყვნენ მისი ერთგული და სამუდამოდ, ჰყვარებოდათ ისეთი როგორიც იყო,  მიეღოთ უპრეტენზიოდ.... და როგორც კი მიიღებდნენ უპრეტენზიოდ და ისეთს როგორიც იყო,  ეგრევე ეზიზღებოდა და გარბოდა.
საოცრად ბევრს კითხულობდა, ამ მგელკაცს კარგად თუ გაიცნობდი თორემ ვერც შეატყობდი რომ მასში მარტოხელა მგელი ბუდობდა. არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა შეეგრძნო ესთეტიკა, ეთიკა, და ფილოსოფიური სიღრმეები, უმშვენიერესი მუსიკა, ელაპარაკა ლექსებით, მას დიდი პრეტენზიები ჰქონდა და ძალიან ამბიცირი იყო. მუდამ ცდილობდა, რომ ხროვის თავში ყოფილიყო და როგორც კი არ გამოუვიდოდა, ან სისხლს ღვრიდა ან მარტოდ გადიოდა სანადიროდ ან კიდევ მარტოხელობისკენ გარბოდა, გარბოდა და გარბოდა.......
იყო მომნტები, როდესაც ის ადამიანურად ბედნიერი იყო და იმარჯვებდა მარტოხელა მგელზე, ამ წუთებს გიჟურად მძაფრად აღიქვამდა, შეეძლო იმ მომენტისთვის საყვარელი ადამიანი დიდების მწვერვალზე აეყვანა, გაეღმერთებინა, მაშინ ის ნეტარებდა, მაგრამ დრო და ხანის შემდეგ, მწარედ ნანობდა, თავისი ორბუნებოვნებით გამწარებული ღამისეულ გაქცევაში ან სხვადასხვა ქალაქებში წანწალში ეძებდა გამოსავალს.
საქმეზეც მარტო მიდიოდა პარტნიორის გარეშე, არა იმიტომ, რომ ფული სჭირდებოდა, უბრალოდ უნდოდა თავის თავისათვის რაღაცის დამტკიცება, ინტერესი ჰქონდა, შეეძლო შესულიყო და არც არაფერი წაეღო, შეიძლება სურდა ხროვისთვის რაღაცის ჩვენება, ადგილი აქელასათვის, „მაუგლი“ ხო ზეპირად იცოდა.
როგორც კი მის თავისუფლებასა და მარტოხელობას, მის დამოუკიდებლობას რაიმე ან ვინმე ხელს შეუშლიდა, მაშინვე განსაკუთრებული სიმძაფრით ხდებოდა მგელი, შეეძლო დაეგლიჯა, დაეკბინა, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არანაირ სიმდიდრეზე არ გაცვლიდა, საერთოდ სიმდირეზე განაკუთრებული წარმოდგენა ჰქონდა, მისთვის ერთი გროში და მილიონი ოქრო, ერთი მნიშვნელობისა იყო, უბრალოდ სჭირდებოდა მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად. ბევრჯერ სარფიან სამომავლო წინადადებებზე ამბობდა უარს, იმიტომ, რომ თვლიდა, რომ ეს შეიძლებოდა რაღაც კაბალა  ან აღვირი ან კიდევ უნაგირი ყოფილიყო, ან მისი მგლური ბუნებისვის უბრალოდ გალია, ასე ჩათვალა უნივერსიტეტში ყოფნაც, სადაც ყველას უნიჭიერეს და უგანათლებულეს ადამიანად მიაჩნდა, ადგა მიატოვა და წავიდა, მისთვის მიუღებელი იყო დროზე მოსვლა, მერე იქ საათებად დაყოფილ ლექციებზე ჯდომა და განრიგით ცხოვრება. ეს მისთვის აბსოლუტური აბსურდი იყო.  ამიტომაც ადგა და წავიდა....
ზოგჯერ მიდიოდა ისე, რომ არც კი იცოდა სად გაიღვიძებდა, ოღონდ კი გასცლოდა იმ ნაცნობ, შეგუებულ სამყაროს, რომლის სუნიც კარგად იკრა, ცდილობდა გარიდებოდა იმ ერთობას და თითქოსდა დაახლოებულ პირებს რომელთაც რატომღაც ეგონათ, რომ მისი მეგობრები იყვნენ, არადა არასოდეს მეგობარი არ ჰყოლია. მაგრამ ბევრისთვის მართლაც უანგაროდ  ტანზე გაუხდია და მიუცია, ბევრისთვის ლუკმა კი არ გაუტეხია, არამედ პირდაპირ პირიდნ გამოუღია და მიუცია,  შედეგ კი ამ საქციელში ამაზრზენსა და შემზარავს ხედავდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს რაღაცის გამო გააკეთა... და კვლავ გარბოდა. გარბოდა. და გარბოდა. საით... არც თვითონ იცოდა.....
თვითონ გარბოდა და მაინც ეგონა, რომ აგდებდნენ, ან უქმნიდნენ ისეთ პირბებს, რომ გაქცეულიყო, მიუხედევად იმისა, რომ უყვარდათ აღმერთებდნენ, ეფერებოდნენ, ეგონა, რომ ატყუებდნენ და ამიტომაც მომფერებ  აგდებდა, ამწარებდა, ვერ წარმოედგინა, რომ მისი ასე შეყვარება შესაძლებელი იყო, არ სჯეროდა, რომ სიზმარშიც ელოდებოდნენ, უყვარდათ, ღამეებს ათენებდნენ მასზე ფიქრში და მის ლოდინში  ......... სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, რადგანაც რეალურ ყოფას ვერ იტანდა და ყველაფრის გაიდეალიზბა უყვარდა როდესაც საქმე სიყვარულს ეხებოდა.
გატანჯული და გაწამებული, როდესაც ისევ ადამიანურს უბრუნდებოდა, მგელთან სამკვდრო სასიციხლო ბრძოლის შემდეგ ხშირად ცდილობდა, რომ თავი მოეკლა, მისი ხელის მტევნები ბევრ ადგილას გადასერილი იყო, მაგრამ რატომღაც არასოდეს მოკვდა, იქნებ ამას არც აკეთებდა სიკვდილისთვის, მას ხო სიცოცხლე გაგიჟებით უყვარდა, მიუხედევად ამისა მუდმივად ჰქონდა სწრავა თვითმკვლელობისკენ, იმ ფორმით, რომ რაღაცას შერწყმოდა, რაღაც სხვა განზომილებაში ყოფილიყო, „თვითმკვლელი“ ის უკვე იყო, მდენად რამდენადაც სულ მარტო იყო, სულ გარბოდა, ამ „თვითმკვლელობით“ ცდილობდა პირველსაწყისთან მიახლოება, რომელსაც ნარკოტიკებსაც აშველებდა, ხანდახან ისეთი დიდი დოზითაც რმელიც გამოცდილ ნარკომანებსაც უკვირდათ. და აი ერთხელაც ოვიდა პირველსაწყისთან მიახლოების წერტილი, ერთხელაც ხედავს როგორ მოკვდა, როგორ აიჭრა მაღლა და შეხვდა მას............   აქ კი არი იყო უკვე მგელი არამედ, ნამდვილი ადამიანი გახდა, მთელი თავის ადამიანური სისუსტეებით,  ადამიანურად შეეშინდა და სთხოვა, რომ დაებრუნებინათ, .............. პასუხი დადებითი იყო, მაგრამ წაყენებული იყო პრობებიც,..........
ამის შემდეგ ხშირად იწყო ღვთის სახლში სიარული, აქედან გამომდინარე მგელთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლები დაიწყო, მისი ერთი ნახევარი მეორეს ჭამდა და ვერ გარკვეულიყო რომელი რომელს აჯობებდა, როგორც ადამიანი ფიქრობდა, რომ რაღაცით დახმარება სჭირდებოდა იმ ადამიანს რომელიც მასში ცხოვრობდა, რომ მოეკლა, დაეღრჩო, მოეწამლა ეს მგელი, ვერაფერს რომ ვერ ახერხებდა ისევ წამლით წამლავდა, ან აზარტულ თამაშებ ეთამაშებოდა, აქაც უმართლებდა, ხშირად დიდი მოგება ჰქონდა............ იქვე ფანტავდა............ და გარბოდა, ისევ გარბოდა. არაჩვეულებრივად ერკვეოდა მოთამაშის ფსიქოლოგიაში, ზეპირად იცოდა დოსტოევსკის „მოთამაშეც“ მაგრამ დოსტოევსკის „ეშმაკნი“ ყველაზე მეტად მოსწონდა,  ერთი პერიოდი სულ დოსტოევსკი იკითხა და მერე ორ კვირით დაიკარგა. ეძებდა მთელი საახლობლო, ყველას ეგონა რომ სადღაც დაიღუპა მაგრამ  არა............
მარტოხელა მგელი ტარდიციულ, უზრუნველყოფილ ოჯახში იზრდებოდა, გულის კუნჭულში თვითონაც ტარდიციული დარჩა,  სხვების მიმართ მომთხოვნი, თვითონ  ამ ტრადიციებს არ იცავდა, არანაირ მოვალეობას და პასუხისმგებლობას არ გრძნობდა არავის და არაფრის წინაშე, თუნდაც შვილების წინაშე რომელიც ბავშვობის მეგობრისაგან ჰყადა, იყო კი საერთოდ ის მისი „ბავშვობის მეგობარი“........ ხშირად უყურებდა თუ როგორ ეძინა მას მის გვერდით, ხშირად სვამდა ვნების ნექტარს მასთან ერთად, მერე კი შესაძლებელი იყო შეზიზღებოდა  ნ ენანა......... ეჭვი ეპარებოდა, მგელივით გააფრებული უღრენდა, გლეჯდა, ამწარებდა. ოჯახი რომელიც ჰყავდა მის საკუთრებად მიაჩნდა, მაგრამ არა მხოლოდ ფიზიკურად, მათი აზრები, მისწრაფებები და ფიქრებიც მას უნდოდა.......  საკმარისი იყო ოჯახს რაიმე პრეტენზიები წაეყენებინა პასუხისმგებლობაზე, „ჩვეულებრივზე“, „პრიმიტიულზე“ როგორიც იყო ყოფითი პრობლემები ან კიდევ სხვა რამ, იმწამსვე მგელი აფრთდებოდა, ჯანყდებოდა და მზად იყო ან დაეგლიჯ ან გაქცეულიყო  და გარბოდა....... ერთი პერიოდი ტაიგაშიც ცხოვრობდა, მარტო...... ამის ფონზე შეეძლო ფეშენებელურ სასტუმროშიც ისეთნაირად ენებივრა, ქალისათვის ფეხქვეშ წითელი ვარდები დაეყარა, ..............
არ იყო ისეთი პიროვნება, არც როგორც ადამიანი და არც როგორც მგელი, რომ დამარცხებას შეგუებოდა, და ფარხმალი დაეყარა, შეიძლება შენთვის არ ეჩვენებინა, რომ ხმალაღმართულია, მაგრამ სინამდვილეში სტრატეგიებს ამუშავებს, რომელიც ხშირად მისი გამარჯვებით მთვარდება, და ამ გამარჯვების მომენტის ბედნიერებისთვის ყველას და ყველაფერს დათმობდა.
ხანდახან როდესაც მარტოხელა მგელი მოდუნებული იყო, მოსიყვარულე და ერთგული ხდებოდა, მაგრამ მაინც არ შეეძლო ეწია ცხოვრების ჭაპანი ........ ასეთ დროს შეეძლო დღეების, კვირეების განმავლობაში გდებულიყო ტახტზე და ფიქრობდა, ფიქრობა და ფიქრობდა....... ვინ იცის რას. ბოლოს ისევ ჯანყდებოდა და იწყებდა მგელი და კაცი ერთმანეთის ჭამას. მეგობრები „ჩამოგდებულ ანგელოზს“ ეძახდნენ და ანატოლ ფრანსის მთელი აკადემიური გამოცემაც მოუტანეს საჩუქრად.  ყველა წაიკითხა......... რამოდენიმე კვირით გაქრა. სვანეთის მთებში იყო...........
გადიოდა დრო, ხშირად ახსენდებოდა წაყენებული პირობები, ისევ იწყო სიარული ღვთის სახლში......... მისთვის ეს სათადარიგო კარი იყო, მაგრამ ძალიან ეშინოდა, თითქოს მარტოხელას და უშიშარს, ძრწოლვა იტანდა ამის გაფიქრებაზე, რომ ადამიანურ საწყისს ბოლობოლო უნდა მოეკლა ის მეორე....... მარტოხელა მგელი,  უნდა შეხედროდა პირიპირ საკუთარ სულს,  და მასთან გაემართა  საბოლოო და გადამწყვეტი სამკვდრო სასიციცხლო ბრძოლა, გრძნობდა რომ ეს გარდაუვალი იყო,  იმასაც გრძნობდა, რომ ეს საჭირო იყო, სულ იმეორებდა, რომ „ кирпичи сами собой никогда не пабают“,  იგი მშვენივრად გრძნობდა ვინც იყო,  მაგრამ ამ საკითხში კარგად გარკვევის მერე, მეორე სატანჯველი გაუჩნდა, რატომ იყო ასეთი, ვინ ინება, რომ ის ასეთი ყოფილიყო, ........... აქედა დაიწყო დიდი ათვლის წერტილი, რომელსაც გრძნობდა, რომ საბოლოოსაკენ მიჰყავდა, აქ კი მართლაც უნდა შებრძოლებოდა მარტოხელა მგელს, რომელიც მასში ცხოვრობდა და სიცოცხლეს უწამლავდა, მისთვის მგლურად უნდა გამოეღადრა ყელი, საბოლოოდ დაესვენა და გამოეღო სათადარიგო კარი და გასულიყო......
ერთხელაც დიდი ნადავლით დაბრუნებული ღვთის სახლში შევიდა, რათა მადლობა შეეწირა, პირველსაწყისთან მიახლოებას ცდილობდა ამით, ტაძარი ცარიელი იყო, შესაწირის დატოვება მოინდომა და რომელიღაცა კარი გამოაღო.......... ნახა როგორ აგორებდნენ ყომარს .................... დაიწყო ისევ მგელთან შეტაკება, ბრძოლა გადამწყვეტი ეტაპისთვის, იცოდა რომ მისი შინაგანი დანიშნულება იყო უზენაესისაკენ წასვლა, ამიტომაც მიეცა „ხანი“, ამ საზოგადო ყოფაში, რომ მარტოხელა მგელი დაემარცხებინა და მისი განადგურებით მოესპო და წაეშალა ყველა მისი ნამოქმედარი.  პირობა  დადებული იყო..... იცოდა, რომ უნდა შეესრულებინა, გზაც იცოდა, მაგრამ ვერ გადიოდა სათადარიგო კარში. პირველი ცდაც კი იქითკენ გასულიყო მარცხით დამთავრდა, ეს აგიჟებდა ........ არც ადამიანი იყო რომელიც „საზოგადოებას“ სირდებოდა და არც „მგელი“ იყო  რომელიც ხროვას სჭირდებოდა. მას თითქოს არ ჰყოფნიდა გამბედაობა ამ „საზოგადოებაში“ ყოფილიყო, რანგზე ფიქრობდა, მაგრამ საფეხურებზე ასვლა უჭირდა, კი არ უირდა აღიზიანებდა, რადგანაც გრძნობდა, რომ ნიჭის და უნარის დეფიციტი არ ჰქონდა, ყველაფერს მარტოხელა მგელს და იმ შემოჯარულ “საზოგადოებას“ აბრალებდა რომელშიც ცხოვრობდა და რომელთაც ნიღბები საუკეთესოდ მოერგოთ ისე, რომ ვერ ჩამოგლეჯდი, ამიტომაც ვერანაირად ვერ ჯდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესში, რის გამოც უსაქმური, უპასუხისმგებლო, მაწანწალა, ეგოისტი, ავადმყოფი და ვინ იცის კიდევ რას არ ეძახდნენ, რომელიც საერთოდ არ ადარდებდა და არ აინტერესებდა.
მაგრამ არ ასვენებდა პირობა რომელიც წაუყენეს, თანაც იცოდა რომ ეს სხვა პირობა და სხვა ძალა იყო........ ბუნებით „თვითმკვლელი“ იყო, მაგრამ როდესაც ერთხელ ტყვიების წვიმაში მოჰყვა შიშისაგან ძრწოდა, ბოლოს ხევში ავარდა ტლაპოში, იქაც აღწევდა ტყვიები  და ტალახში შიშინით იკარგებოდა, აქ კი მგელს მართლაც შეეშინდა, მიხვდა, რომ მის მტერს რომელიც მეორე ნახევარი იყო იცავდნენ, რათა მისია შეესრულებინა, თვითონ კი განწირული იყო მგელი. მას სხვა“ძალასათან“ ჰქონდა საქმე.
ერთხელაც ორი კვირა მამათა მონასტერში იცხოვრა, მიხვდა, დრო იყო რომ მგელი  მოეკლა, რადგანაც „ორბუნებოვანს“ არ შეიძლება ერთი სწამდეს ჭეშმარიტად, და გაიცნობიერა, რომ თუ „უზენაესს“ იწამებ მგელის ცხოვრებით, ჩვეულებრივი სინამდვილით და ყოფით ვერანაირად ვერ იცხოვრებ.
დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, მგელი გაცოფებული იყო, არ აპირებდა პოზიციების დათმობას, გალეშილი, დუჟმორეული ცდილობადა, ადამიანის შეჭმას, ან თუ ვერ შეჭამდა ცდილობდა სისხლისაგან დაეცალა, მოექანცა, დაენაწევრებინა..........
ბრძოლისაგან დაღლილი, სისხლისაგან იცლებოდა,  სათადარიგო კარის სახელურს ჩამოებღაუჭა, იცოდა თუ ამ კარს გამოაღებდა გავიდოდა და მგელი მკვდარი იყო.
ბრძოლ დადხანს მიდიოდა, ის გამწარებული არ უშვებდა ხელს სათადარიგო კარს, რომ გამოეღო  მხოლოდ გასაღები უნდოდა.......  მგელი კი გრძნობდა რომ სისხლისაგან უნდა დაცლილიყო ან უბრალოდ უსისხლოდ უნდა ჩამკვდარიყო. ხელი არ გაუშვა სახელურს, და აი იპოვა „გასაღები“, უფრო სწორად გასაღებმა თვითონ აპოვნინა თავი, ღამით უკუნ სიბნელეში თვითონ გაანათა ........ აქაც დამარცხდა, როგორც პიროვნება „უზენაესმა“ თვითონ იზრუნა რომ პირველსაწყისთან გაადვილებოდა მისვლა და მგელს არ შეეჭამა........ მგელი უგონოდ დავარდა ............   იგიმკვდარი იყო...........


2006 წელი, დალი