ტრაპეზის
კულტურა
საკვების მიღება ადამიანის
და ყველა სულიერი არსების აუცილებელი სასიცოცხლო პირობაა, მაგრამ რატომ გახდა ეს თემა
ამ ბოლო დროს ასეთი აქტუალური? გლობალიზაციის ეპოქაში, კიდევ უფრო კონკრეტული სოციო
კულტურული ფენომენი?
საკვები ეს არ
არის მხოლოდ
შიმშილის დაკმაყოფილების წყარო
და მხოლოდ
და მხოლოდ
ადამიანის ბიოლოგიური
მოთხოვნილების დაკმაყოფილება - ეს
არის კულტურის
ფენომენი.

ტრაპეზი
- ეწოდება ტაძარში ყველაზე მეტად განათებულ ოთხკუთხა მაგიდას (ქვის ან ხისა), რომელიც
მოთავსებულია საკურთხევლის შუაგულში და რომელსაც ორგვარი – თეთრი ტილოთი და ძვირფასი
ქსოვილით მოსავენ. ტრაპეზზე საიდუმლოდ, უხილავად სუფევს თვით უფალი, როგორც მეუფე და
მბრძანებელი ტაძრისა. მასთან მიახლება და ამბორი მსოლოდ ღვთისმსახურებისთვისაა დასაშვები.
ტრაპეზი
ეწოდება ასევე ბერძნულ სამკუთხა ტაბლას, რომელზეც სანოვაგე ელაგა ანტიკური საბერძნეთის
სიმპოზიუიმში - ანუ ადგილი სადაც იკვებებოდნენ. უფრო მოგვიანებით კი თვით კვების პროცესს
ეწოდა ტრაპეზობა.
ტრაპეზის კულტურა ეს არის
პროცედურა, რომელიც
დაკავშირებულია ადამიანების
სოციო-კულტურულ
ფენომენთან, მათ
ქცევასთან - წეს
ჩვეულებები, რიტუალები,
ცერემონიები და
ა.შ. როგორც
სადღესასწაულო ასევე
სამგლოვიარო, რელიგიური
და სხვ.
საკვების ერთობლივი მიღება ეს
მხოლოდ დანაყრების
მომენტი არ
არის, არამედ
ეს არის, ადამიანების ურთიერთობა,
კომუნიკაცია - თვითონ
საკვები კი
ამ დროს
ხდება სიმბოლო,
რიტუალურობის კომპონენტი, ეროვნულობის,
თავისებურებების ნიშანი.
კულტურის ისტორიკოსისათვის ტრაპეზის კულტურის წარმოშობისა
და მისი
მოძრაობისათვის თვალის
გადავლება შეიძლება
იდეალური გზა
აღმოჩნდეს ისტორიაში
მიჩქმალული ამბებისა
და სოციალური
ურთიერთობების გამოსავლენად.
საკვები ხომ
მუდამ წარმოადგენდა
როგორც დღესასწაულებისა და
რელიგიური ცერემონიების,
ისე სოციალური
სტატუსის თუ
ეთნიკურ-რელიგიური
მიკუთვნებულობის სიმბოლოს.
ერთობლივი ტრაპეზი ჯგუფების ჩამოყალიბებისა და გუნდის
შექმნის ძლიერი ფაქტორია, ისეთი ცნებები როგორებიცაა „გილდია“ - გაერთიანება, და „ცეხი“
- საამქრო წარმოშობილია ძველისლანდიური gildiსგან - წვეულებას ნიშნვს
Zeche-ერთობლივად დალევას. სიტყვა „მეგობარი“
კი ერთი გობიდან ჭამას.
ადამიანებს უხსოვარი დროიდან
სჯერათ, რომ
ცხოველის ან
რაიმე საკვების
შეწირვით თავიანთ
ვალდებულებას შეასრულებენ
ღმერთის წინაშე
და ასე
მიიღებენ წყალობას.
ამგვარად საკვები
ხშირად მედიატორის
როლში გვევლინება
ადამიანსა და
ღმერთს შორის.
ამ რიტუალს
ზოგჯერ რამე
საგანგებო სიმღერა-საგალობელი ან
ლოცვა-შელოცვა
ახლავს თან.

კვების მნიშვნელობის და
მისი სიმბოლური განვრცობის საუკეთესო მაგალითია მართლმადიდებლური ქრისტიანობა და უწინარეს
ყოვლისა ბიბლია, რომელიც სწორედ საკვები პროდუქტის აკრძალვით იწყება. ბიბლიის თანახმად
ადამიანების საკვებ პროდუქტებად თავიდანვე მხოლოდ მცენარეული საკვები მოიხსენიება.
„და თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი
ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის
მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო.“ /დაბადება 1.29/
ბიბლიის შემდგომ ისტორიაში
ნოეს შესახებ უკვე სხვა რამეს ვხედავთ, ღმერთმა ნოეს უფლება მისცა, რომ საკვებად ცხოველური
წარმოშობის პროდუქტი მიეღო.
„აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა:
ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა
მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა
თევზს, თქვენს ხელთ არიან ისინი. ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ,
როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან
ერთად ნუ შეჭამთ.“ /დაბადება 9. 1-2-3-4/
ასევე ვხვდებით ბიბლიაში
მოსესთვის თითქოსდა მარტივი დარიგებების ფონზე, ბევრ აკრძალვებს - მაგ. „არ მოხარშო
თიკანი თავისი დედის რძეში“/გამოსვლა 29.19/
„საფუვრიანი არაფერი ჭამოთ, ყველგან, სადაც
კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ“/გამოსვლა12.20/

კაცობრიობა განსაკუთრებით
ბოლო დროს მივიდა
იმ დასკვნემდე, რომ კვების ტრადიციები ისეთივე კულტურაა, როგორიც არქიტექტურა, მუსიკა, ეროვნული სამოსი და ფოლკლორი, ამიტომაც
არის, რომ იუნესკოს საერთაშორისო
ორგანიზაცია იცავს, როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ ფასეულობებს.
ყურადრება
მიაქციეთ ერთ ფაქტს, იმ
ქვეყნებში, სადაც სათუთად იცავენ ტრადიციებს, და უფრთხილდებიან კულტურას,
კვებას და ტრაპეზის კულტურას
განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მაგალითისათვის მოვიყვენთ, ჩინურ, იაპონურ, ფრანგულ კვების ცერემონიალებს. კვება არ ემსახურება დანაყრებას,
ის არის ცხოვრების არსი
და კულტურის ნაწილი, ემოციური მდგომარეობა, ხოლო როდესაც სხვა
რელიგიის, და სხვადასხვა ქვეყნის
კულინარიულ კულტურას ეცნობი გრძნობ იმ კულტურის „გემოვნების
მთელ გამას.“
ზოგიერთ
კულტურებში ერთად ტრაპეზობა ნიშნავს, სანათესაოს, შესაკრებ ადგილს, ჩვენს ქართულ კულტურაში ამის მაგალითად შეიძლება
ჩაითვალოს ქელეხის სუფრა, განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც ქელეხზე არავის არ პატიჟებენ, რადგან
ვინც თავს ნათესავად და
ძალიან ახლობლად თვლის მხოლოდ ის მიდის ქელეხზე.
საუკუნეების
განმავლობაში სხვადასხვა რელიგიებში და სხვადასხვა ერებში
ყალიბდებოდა ტრაპეზის სხვადასხვა კულტურა, ამ კულტურის ჩამოყალიბებაში
მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არა
მარტო რელიგია, არამედ გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები, ეკონომიკური პრობლემები, საუკუნოვანი ტრადიციები და წესჩვეულებები.
იმ
ერების კულტურაში რომლებიც ზღვების და დიდი მდინარეების
სანაპიროებზე ცხოვრობდნენ, რასაკვირველია მთავარ საკვებ პროდუქტს ზღვის პროდუქტები შეადგენდა, მაგრამ მოგზაურების, და მექარავნეების საკვები
საქონლის ხორცი და რძის პროდუქტები
იყო. ცხოვრების პირობებმა
და გეოგრაფიამ ბიძიგი მრავალ საინტერესო და უჩვეულო საკვებს მისცა. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ „ტარტარი,“ რომელიც ძალიან საინტერესო საკვებია და ევროპაში პოპულარობით
სარგებლობს, თათარი მეომრები უნაგირქვეშ იდებდნენ დაკეპილ და სუნელებში შეზავებულ
უმ ხორცს, რომელიც მთელი დღე მუშავდებოდა და
მეომრები სიამოვნებით მიირთმევდნენ. ტყის ზოლში
მცხოვრები მოსახლეობა უფრო
ტყის ნობათს მიირთმევდა, კენკროვნები, სოკო, გირჩის თესლი და ა.შ
კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კულინარიულ კულტურაში არის საკვების დამუშავების
და მომზადების ტექნოლოგიური პროცესები, რომელიც მის „საგემოვნო გამას“
გამოკვეთავს და განარჩევს სხვა
ქვეყნის კულტურული გემოებისგან. ცეცხლის
გამოყენების სხვადასხვა მეთოდები, კერიის მოწყობილობა, მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ რუსული ფეჩი, ჩინური ბუხარი,
ქართული თონე, სომხური ტონირი
და აზერბააიჯანული ტანდირი.
რასაკვირველია
უმნიშვნელოვანესი
როლი რელიგიამ ითამაშა ერების კულინარიული კულტურის ჩამოყალიბებაში, ის ღრმად და
საფუძვლიანად შევიდა მათი ცხოვრების წესში
და ჩვეულებებში.
ყველსათვის
ცნობილია, რომ მუსლიმები ღორის
ხორცს არ მიირთმევენ, იდოეთში,
ინდუიზმის მიმდევრები საერთოდ არ ღებულობენ ხორცს,
ძალიან ბევრი ინდუსი მკაცრი ვეგტარიანელია.
ამ
კუთხით ძალიან საინტერესო ფენომენია ჩინური კულტურა, სადაც ბუდიზმი, დაოსიზმი და კონფუციანელობა თანაბარუფლებიანი
რელიგიაა, ბუდიზმი მსოფლიო რელიგიად ითვლება, მაგრამ დაოსიზმი და კონფუციანელობა ჩინური
კულტური ნაწილია მხოლოდ. იაპონელებშიც ბუდიზმი და სინტოიზმი ნაციონალური
რელიგიაა. მაგრამ რელიგიებს შორის მკაცრი ერთიანობა არ არსებობს მრავალი
თვალსაზრისით, როგორც ცხოვრების წესით, ასევე რასაკვირველია კვების კულტურის თვალსაზრისითაც, და ეს ყველაფერი
აისახება რასაკვირველია მთლიანად ერის კულტურაში.
მაგალითად
ქრისტიანები იყოფიან კათოლიკებად, პროტესტანტებად და მართლმადიდბლებად, მუსლიმები სუნიტებად
და შიიტებად, ბუდიზმის
შიგნით არის რამდენიმე მიმართულება,
ინდუიზმშიც არ არის სრული
ერთიანობა, ეს ყველაფერი ურთიერთზემოქმედებას
ახდენს სხვადასხვა რელიგიების და ტრადიციების ადამინების კულტურული უნარჩვევების მრავალფეროვნებაზე ტრაპეზის კულტურაზე.
ეროვნული სამზარეულო, როგორც ლინგვისტიკა, მუდამ განიცდის
სხვა ერების თუ დამპყრობლების სამზარეულოს და რელიგიების, ადათების ზეგავლენას, ეს
ისტორიულად სრულიად ნორმალური პროცესია და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, მით უმეტეს
გლობალიზაციის ეპოქაში.
ეროვნული ტრაპეზის კულტურა, როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივი
ეკოსისტემის თავისებური გამოხატულებაა, რომელშიც ეთნოსის ფორმირება ხდება. ეკოლოგიური
პირობების ზეგავლენა არა მარტო ეთნოსის, კულტურული
ტრადიციების, თუ კულინარიის ჩამოყალიბებაში იღებს მონაწილეობას, არამედ ამა თუ იმ რეგიონში
მცხოვრები ადამიანების ნივთიერებათა ცვლის პროცესშიც. კონკრეტული ბიოტოპების (სასიცოცხლო
ადგილის) სპეციფიკაც ზემოქმედებას ახდენს ერების კვების ეროვნული ტრადიციების წარმოშობასა
და ჩამოყალიბებაში.
მაგალითად იტალიელი როცა ტრაპეზზე გეპატიჟება სიტყვა “Pasta” მისთვის არ ნიშნავს მხოლოდ სპაგეტის ან ცომეულს, არამედ ეს მისთვის არის საერთოდ
საკვების და ამ რიტუალის გაყოფის ცერემონია.
ურთიერთობის ისეთივე საკულტო და სარიტუალო ნიშანია ქართველისათვის
„სუფრა“ „პურის ჭამა“, ქართველების ეს ჩვევა
შუმერების მაქსიმასთან ძალიან ახლოს დგას „სიცოცხლე საკვებია, საკვები სიცოცხლეა იმიტომ,
რომ საკვების გაზიარება სიცოცხლის გაზიარებას ნიშნავს“
სიტყვა მეგობარიც საკვების მიღების პროცესს უკავშირდება
_“საერთო გობიდან ჭამას“ ნიშნავს.
ამასსავე ნიშნავს აზიური სუფრის გაყოფა სტუმრისთვის
„დასტარხანი“, რომელიც სიტყვა სიტყვით შეიძლება ქართული ტერმინის მსგავსად „გადასაფარებელსაც“
აღნიშნავდეს, მაგრამ მას ისეთივე რიტუალური დატვირთვა აქვს როგორც ქართულ სიტყვას
„სუფრა“.
რუსულ კულტურაში იგი გამოიხატებოდა როგორც „хлеб да
соль“, რომელსაც სტუმრის მოპატიჟების და პატივიცემის ნიშნად კარის ზღურბლზე მიაგებებდნენ
სტუმარს.
მაგალითად გრენლანდიაში, სადაც უმეტესწილად ხორციანი
საჭმელებია, ყველა სანადიმო სუფრა იწყება სახელით "neri" ესკიმოსების ინუიტურ
ენაზე რაც „ხორცს“ ნიშნავს. სიტყვა საკვების
მიღება - „ჭამა“ გამოითქმის როგორც "nerivoq". სიტყვა წვეულება - კი ნიშნავს, დიდი რაოდენობით ხორცის მიღებას-"nerersuarneq"
მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი, უფრო სწორად ადამიანების
საზოგადოება, გაერთიანება, კულტურის წყალობით ბუნების მიერ მოწოდებულ რესურსს ეფექტურად იყენებს და მას რიტუალს
უკავშირებს, ვიდრე ამას ცხოველები აკეთებენ. მნიშვნელოვანი მომენტი იმაში მდგომარეობს,
რომ ადამიანებს ცხოველებისგან განსხვავებით ამ ნედლეულის გადამუშავება და გაკეთილშობილება,
გაკულტურება შეუძლიათ.
ყველაფერ ამას კი ადამიანები განიხილავდნენ არა მარტო
როგორც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესს, არამედ ღმერთთან მიახლოების,
სიცოცხლის გაგრძელების, სიამოვნების, ესთეტიკის და ურთიერთობის „ჩვენიანად“ და სხვისიანად“
აღიარების პროცესს.
ძველ ინდიელებში, სტუმარი, რომელიც არ მიიღებდა მათ
საკვებს შეიძლებოდა მოეკლათ, რადგან თვლიდნენ, რომ „სწორ საკვებს რადგან არ ჭამს, ჩვენიანი
არ არის და უცხოა“
რამდენნაირია ცხოვრების წესი იმდენნაირი შეიძლება იყოს
საკვების მიღების და მისი თავისებურებების აქტი.
ჩვენ შევეხებით ქართული ტრაპეზის ადათწესებსა და კულტურას,
საქარტველოს რომელიც არის მულტიკულტურული ქვეყანა, მაგრამ ძირითადი და მთავარი სარწმუნოება
ქრისტიანული მართმადიდებლობაა, რომელმაც ერის კულტურულ და ისტორიულ განვითარებაში უდიდესი
როლი შეასრულა. მისი განვითარების გზები, შორეული
წარსულიდან მოდის, Homo Georgicus ასე უწოდეს
მეცნიერებმა, ზეზვას და მზიას, რომელთა აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიის და ანტროპოლოგიის
კვლევაში გადატრიალება მოახდინა.

როგორც
კულტურის მკვლევარები, ანთროპოლოგები, ისტორიკოსები და სხვადასხვა მეცნერები
ამტკიცებენ ქრისტიანობა კვების კულტურის თვალსაზრისით სრულიადაც არ ითვლება „მძიმე“
რელიგიად, პირიქით ის ამ თვალსაზრისით
„მსუბუქ და და თავისუფალ
რელიგიად ითვლება, სადაც არ არის რომელიმე
პროდუქტზე მკაცრი აკრძალვები. ძირითადი და მთავარი პრინციპი
არის „თავი აარიდე, ნაყროვანებას, და
მუცელღმერთობას“
„ნაყროვანება (ზომაზე მეტის ჭამა) აახლოებს სიბერესთან, აჩლუნგებს გრძნობებს,
აბნელებს აზრს, აბრმავებს გამჭრიახ გონებას, სხეულს სინოტივით ავსებს, აგროვებს ჩირქს,
იწვევს მრავალგვარ სნეულებას და წარმოქმნის დიდ სიმძიმესა და უზომო სიმსუქნეს.“ (წმ.
იოანე ოქროპირი)
„ნაყროვანების ვნება, როგორც ვნებების დედა, პირველ რიგში შობს ძლიერ სიძვის
ვნებას.“ (ღირსი აბბა ისაია)
ქრისტიანულ
გასტრონომიულ კულტურაში საკვები იყოფა სამარხვო და სახსნილო საკვებად.
მარხვის
დროს იკრძალება ცხოველური საკვები, ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, ცხოველური
ცხიმები.
წლის
განმავლობაში სულ ოთხი დიდმარხვაა
შობის, აღდგომის, პეტრე პავლობის,
მარიამობის.
სამარხვო
პროდუქტებს ქრისტიანებისთვის მიეკუთვნება პირველ რიგში მარცვლოვანი კულტურები, პარკოსნები, ხილი, ბოსტნული, სოკო,
მწვანილი, ნაჭუჭიანები, სანელებლები, თაფლი, ზღვის მცენარეები, თევზი და ზღვის ზოგიერთი
არსება, კიბორჩხალა, კრაბები, კრევეტბი, ხამანწკები, ომარები, მიდიები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ
მარხვის დროს ზღვის პროდუქტები
და თევზი დაშვებულია მხოლოდ გარკვეულ დღეებში.
მართლმადიდებელი
ქრისტიანის წლიურ კალენდარში თითქმის ნახევარი სამარხვო დღეებია, მაგრამ კვების რაციონი სრულიადაც არ არის ორგანიზმისთვის
მავნე და „გამაღატაკებელი.“
საინტერესოა
ამ მხრივ ქართული მართმადიდებლურ სამარხვო კულტურა. ის ძალიან მდიდარია,
სანელებლებით და ფხალეულით, რომელსაც
ქართულ გასტრონომიაში ნიგვზიანების სახელით იცნობენ და ძალიან მნიშვნელოვან
აპეტაიზერად ითვლება. აქ საუბარია არა
მარტო კერძზე, ასევე დესერტზე, რომლის ენერგეტიკული ღირებულება ძალიან დიდია, მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ისეთი ჩაროზები როგორიცაა ჩურჩხელა, გოზინყი, ფელამუში, ქადები, თაფლაკვერები და ნაზუქები.
ჩვენდა
სამწუხაროდ ქართული გასტრონომიული კულტურის რეფლექსიური ნაწილი მწირია, ამიტომაც „ქართული მართლმადიდებლური სამზარეულო“ როგორც ფენომენი, ჩამოყალიბებული და გამოკვლეული სათანადოდ
შესწავლილი და გამოქვეყნებული არ
არის თუნდაც მაგალითად რუსული მართლადმდებლური სამზარეულოსგან განსხვავებით. რაც ალბათ მომავლის
საქმეა.
ძველ
რუსულ მართლადიდებლურ კულინარიაში უამრავი კერძი არის შექმნილი სოკოსგან,
საინტერესოა, კენკროვნების და სხვა ტყის
ნობათის გამოყენება მენიუში და ასევე ფაფების,
კისელის და სხვადასხვა ბალახეული
ჩაის გამოყენების კულტურა. ხორბლის კერძები კი ერთ ერთი
მნიშვნელოვანია რიტუალური დანიშნულებისათვის.
ბევრ მართლმადიდებელ ერს აქვს საერთო
რიტუალური სამაორხვო კერძი, ერთ ერთი საუკეთესო მაგალითია პური. კორკოტს კი რუსულ და
უკრაინულ
კულტურაში „კუტია“ს ეძახიან, რომლის
გარეშეც სამარხვო ტრაპეზი და მოსახსენიებელი საკურთხის
სუფრა არ იწყება.
ტრაპეზი
როგორც ვიცით ყველა ქრისტიანული რიტუალის ნაწილია, მიცვალებულების მოსახსენიებელი საკურთხი იქნება ეს, სადღესასწაულო თუ
ქელეხის სუფრა.
პირველი
ქრისტიანული ტრაპეზის მაგალითი ხომ თვით უფალმა
მოგვცა საიდუმლო სერობის ჟამს. ამიტომაც ქრისტეს
სისხლსა და ხორცთან ზიარება
ანუ ევქარისტია მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხასაც უწოდებდნენ. თავდაპირველად ევქარისტია მორწმუნეთა სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ტაძრები ჯერ კიდევ არ
ჰქონდათ, მაგრამ „საქმე მოციქულთაში“ გვხვდება
მრავალი მითითება, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ
იმ სახლში ერთად ლოცვისათვის ცალკე
ოთახი იყო გამოყოფილი, რომელსაც
შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა
და ამის გამო ეკლესიას უწოდებდნენ (მოგეხსენებათ, „ეკლესია“ ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს). პურის განტეხა, ანუ ევქარისტია, რა
თქმა უნდა, იმ სახით
სრულდებოდა, როგორც უფალმა აღასრულა. მისი თანმხლები რამდენიმე
სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს.
მოციქულები მათ მხოლოდ პურსა
და ღვინოზე სულიწმიდის გარდამოსვლისთვის ვედრება მიუმატეს.
ღვთისმსახურების
შემდეგ ქრისტიანები საერთო ტრაპეზს მიუსხდებოდნენ, რომელსაც აღაპები
- სიყვარულის საღამოები - ეწოდებოდა. შემდეგში ეს ტრადიცია დათმეს,
მაგრამ „სიყვარულის საღამოები“ გაგრძელდა მიცვალებულთა მოხსენიებისას, და სხვადასხვა
საეკლესიო დღესასწაულებისას.
ჩვენ ვიცით, რომ ქართული მართლმადიდებლური სუფრა შეიძლება
მრავალგვარი იყოს, სამხიარულო და ჭირის, ის თავისი შინაარსით რიტუალურია და მთელი ერის
ისტორიას, ტრადიციას და კულტურას გამოხატავს, ამიტომაც რადიკალურად განსხვავებულია
ერთმანეთისაგან. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს მცირე გეოგრაფიულ ერთეულში
სხვადასხვა ადათ წესები გვხვდება როგორც ჭირის ასევე სხინის სუფრის დროს, რაც მეტად
საინტერსოს ხდის ქართულ კულტურას.
ყოველი ქრისტიანული ტრაპეზობა იწყება ლოცვით
- „მამაო
ჩვენო“. ხოლო ჭირის
სუფრაზე პირველი
კერძი, რომელსაც მიცვალებულის ნათესაობის და ახლობლების უფლებით,
თავიდან მისი უახლოესი ნათესავები
და მეგობრები სინჯავენ, არის წანდილი. ეს არის მოხარშული
ხორბლის (ბრინჯის) მარცვლები, შერეული თაფლთან (ქიშმიშთან). მარცვლები მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოა, თაფლი (ან ქიშმიში) - სიტკბოსი,
რომლითაც მართალნი ტკბებიან ცათა სასუფეველში. წანდილი
იკურთხება ტაძარში პანაშვიდის დროს. შემდეგ მას
სინჯავს ყველა იქ მყოფი. სუფრაზე
ის მოაქვთ, როგორც წესი, მესამე, მეცხრე
და მეორმოცე დღეს. ქრისტიანები ჭამის შემდეგ
კითხულობენ სამადლობელ ლოცვებს.
ქრისტიანული ტრაპეზის აუცილებელ ნაწილად ითვლებოდა და
ითვლება ღვინო, რასაკვირველია ზომიერად. ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში მიღებულია არაყის დალევა,
მაგლითად არაბი ქრისტიანები ღვინის არაყს აყენებენ და მიირთმევენ, სწორედ აქედან მოდის
მისი სახელიც arac.
ქართული ქრისტიანული ტრაპეზი ძალიან საინტერესო რიტუალია
კულტურული, ანთროპოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით.
ქართველები
სუფრასთან მხოლოდ ჭამისთვის და სმისთვის არ
სხდებიან, არამედ
მათი სიხარული იმითაც არის განპირობებული, რომ
მათი მონაწილეობით სრულდება რიტუალი, რომლის მიზანია ადამიანთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება–განმტკიცება. კავშირი ერთმანეთთან აწმყოში და წინაპართან წარსულში.
თუმცა ვერ ვიტყვით, რომ
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ეს დიდწილად ასე
არის.
მრავალფეროვან
ქართულ რეგიონალური სამზარეულოს ბევრ კერძს სათანადო
რიტუალური დატვირთვა აქვთ;
ქართული ტრაპეზის კულტურაში რიტუალური წესების განსაკუთრებული გამოვლინებაა სამგლოვიარო სუფრა. იგი სხვა სახის
სუფრებისაგან სრულიად განსხვავებული სატრაპეზო ურთიერთობის ფორმაა. იგი
განსხვავებულია არა მარტო გარეგნული
იერსახითა და წყობით, არამედ
შინაარსით, ფუნქციით და დანიშნულებით, რაც
ხალხურ ტრადიციაში საუკუნეებით ჩამოყალიბებული რეგლიგიური რწმენა წარმოდგენების ნიადაგზე შექმნილი და მოვლენათა სემიოტიკური
აღქმის თანახმად ყოფნა-არყოფნის, სიკვდილ-სიცოცხლის, სააქაოსა და საიქიოს, ქვესკნელისა
და ზესკნელის დაპირისპირებას ემყარება, რადგან ადამიანი სხვა სამყაროში გადადის
„გარდაიცვლება“.
სამგლოვიარო
საწესჩვეულებო სისტემაში ტრაპეზის კულტურის მხრივ საინტერესოა ორი მომენტის არსებობა:
1. მიცვალებულის სულისათვის განკუთვნილი საკვები, საკურთხი, ტაბლა, შესაწირი მის სახელზე და 2. ჭირისუფლისა
და მესამძიმრე მრევლისათვის გაშლილი სუფრა, საერთო პურობა, რომელიც გულისხმობს გარდაცვლილისათვის მისაგებელი წმინდა საკვების სიმბოლურ მონაწილეობას.
ჭირის
სუფრაზე თამადა ინიშნება ნათესაობის მხრიდან და სადღეგრძელოებიც განსხვავებულია.
ადრე ის საკრალურ
რიცხვს 7-ს არ აღემატებოდა
პირველი სადღეგრძზელო მიცვალებულის შესანდობარი იყო „ღმერთმა
გაანათლოს
ოჯახიდან
ახლად
წასული,
მისი
სული
ნათელში
ამყოფოს
გამჩენმა,
მსუბუქი
იყოს
მისთვის
მშობლიური
მიწა..“
და ამასთან რიტუალი, რომელიც
სრულდება ღვინოში ჩამბალი პურით. შენდობის
თქმა უკავშირდება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარების
იმიტაციას.
აღმოსავლეთ
საქართველოში ქელეხის სუფრასთან მხოლოდ სასაფლაოდან მობრუნების შემდეგ სხდებიან და საკლავსაც კლავენ,
როცა დასავლეთ საქართველოში ქელეხის სუფრა სამარხვოა.
აღმოსავლეთ
საქართველოში ქელეხის სუფრაზე შემოაქვთ სამსხვერპლო ცხოველის ხორცისგან გაკეთებული ცხელი კერძები: „ხაშლამა“, „ყაურმა“ „შილაფლავი.“ შილაფლავის
შემოტანა სერობის დასასრულის მაუწყებელია. ძველი
თქმით „ხაშლამა ცხელ ცხცელი იმიტომ
შემოდის, რომ მისი ორთქლი
მიცვალებულის სულს უერთდებაო ზეცაში“,
ამიტომაც წესის მიხედვით მიცვალებულისთვის განკუთვნილი ყველა კერძი თავმოხდილი მზადდება.
დასავლეთ
საქართველოში ხორცს მიცვალებულის ახლობლები მე-7 დღეს „ადგამენ
კბილს“ რომელსაც „საპირისხსნოს“ უწოდებენ. მიცვალებულისთვის ცალკე მზადდება სახსნილო საკურთხი, მეგრელები ამ დღეს „მკლავის
გახსნას“ უწოდებენ. კლავენ ცხვარს, დეკეულს, იხვს. გარდაცვლილისათვის ყველაფერი გაუსინჯავი
იდება. მაგიდაზე
საკმეველი სანთელი ღვინო წყალი და პური დგას. სვანეთში
ამ ჩვეულებას „ლაშურალს“ ეძახიან. შეიძლება აქ სულის გათავისუფლება
იგულისხმებოდეს.
საინტერესოა
ის ფაქტი, რომ საქართველოს შიგნით
რეგიონების მიხედვით როგორც წეს ჩვეულებები და
რიტუალები ასევე მრავალფეროვანია საკვები.
“ქართული
კულინარია
და ქართული სუფრა ზეიმია ქართველი ხალხის სილაღისა და სიმხიარულის მათ ნაყოფიერ, გასხივოსნებულ მიწაზე”
–წერს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დარა გოლდსტეინი თავის
წიგნში „ქართული სუფრა.“
საკვები არა მარტო საჭმელი დანიშნულების საგანია, არამედ
ის ღვთაებისადმი მიძღვნილი სამადლობელის შუამავალია. წერილობით წყაროებში ის „შესაწირის“,
„წმინდა საკვების“, „საკურთხის“ „საწირველის“ სახელით არის ცნობილი, სამეგრელოში მას
„საოხვამეროს“, აფხაზეთში „ამაჭარს“, სვანეთში
„ზედაშეს“ უწოდებენ. კახეთში „ზედაშედ“ ღვინოს მოიაზრებენ, ასევე ეძახიან ქვევრსაც.
საკვების შეწირვის
რიტუალი იმ სიმბოლურ აზრს ატარებს, რომლის მიხედვითაც შემოქმედს, მიეძღვნა ის, რასაც
თავად ქმნის ადამიანი და რაც ამავე დროს უფლის ნებით არის მოწეული.
ქართული კულტურისათვის წეს ჩვეულებები და რიტუალები,
რომელსაც აუცილებლად ახლავს ტრაპეზი ეროვნული თვითშეგნების, სარწმუნოებრივი იდენტობის
თავისებური ნიშანია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
კერძთაყვანისცემა,
კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში - რუსუდან
გორგილაძე შპს „სეზანი“ 2012.
2.
მსოფლიო
კულინარია - „ქართული სამზარეულო“ გამომცემლობა პალიტრა 2011
3.
მალხაზ
ხარბედია „ქართული ტრადიციული კერძები;
(http://www.vinoge.com/Books/qarTuli-tradiciuli-kerZebi)
4.
ტაბულა
-აფრიკიდან დმანისამდე.1.08.2010.
5.
http://cci.wl.dvgu.ru/kitchen.htm
6.
http://spiceandfood.com/2011/05/indian-cuisine-history
7.
http://tonkosti.ru/
8.
http://miuki.info/2011/12/yaponskaya-kuxnya-istoriya-tradicii-ingridienty/
9. ВИКТОР БУРЛАЧУК, -трапеза как предмет
социологического исследования 2010
გამარჯობა,
ReplyDeleteთუ იცით სანდო წყაროები ქართული სუფრის, როგორც აკადემიის შესახებ?
მადლობა