კალანდა და "სანწალე კუჩხა"
„კუჩხა - კალანდა“ ძველით ახალი წლის აღნიშვნაა, კალანდა რომაულიდან მოდის და თვის დასაწყისს ნიშნავს.
გურიასა
და სამეგრელოში კალანდა არის ძველით ახალი წლის პირველი დღე. 13 იანვარს შუაღამის შემდეგ ვინც პირველი შემოვიდოდა
ოჯახში მას სამეგრელოში „მაკუჩხური“ ერქვა, მასზე იყო „დამოკიდებული“ ოჯახის ბარაქა,
სიუხვე და წარმატებები, ამიტომ ოჯახი ირჩევდა ვინ უნდა შემოსულიყო. ზოგჯერ ეს შეიძლებოდა
ახლობელი ყოფილიყო, ვისაც „ჯგირ კუჩხი“ ქონდა.
„ახალ წანა სერს“
როგორც კი მაკუჩხური შემოვიდოდა, ოჯახის ზღურბლთან შაქარი იყრებოდა, ადრე თურმე ღომის
მარცვლებს ყრიდნენ, როგორც სიუხვის და ბარაქის სიმბოლოს.
როგორც კი ახალი
წელი შემოვიდოდა მოდიოდნენ მომღერლები, რომელთაც „მეალილეს“ ეძახდნენ, ოჯახს განსაკუთრებული
საჩუქრები ჰქონდა „მეალილეებისთვის. ეს შეიძლებოდა ყველაფერი ყოფილიყო, ჩირეული, თხილეული,
ხორცეული თუ ცომეული.
მაგრამ განსაკუთრებული
დატვირთვა სამეგრელოში 15 იანვრის დილას ქონდა, ანუ ახალი წლის მეორე დილას, მას „სანწალე
კუჩხას“ ეძახდნენ. სანწალე ძალიან მწარეს, ძალიან მძიმე და მნიშვნელოვან
დღეს აღნიშნავს. წესით პირველი „მაკუჩხური“
ვინც იყო ის უნდა მოსულიყო „სანწალე კუჩხა“ დილასაც.
„სანწალე კუჩხასთვის“ ოჯახში სპეციალურად ირჩევდნენ „მაკუჩხურს“ რომელიც
ალიონზე დგებოდა და ოჯახს „აკუჩხებდა. “ წესით კარმიდამოს სამჯერ შემოუვლიდა, ხელში ღვინით ან
წყლით სავსე დოქი ეჭირა, მარილი, პური, ტკბილეული,
მარადმწვანე ხის ტოტი ეს იქნებოდა ნაძვი, სუროს ხის ტოტები თუ თხილის ხვიხვილი, აუცილებლად უნდა ქონოდა ხელში. ადრე „მაკუჩხურს“ ხელში ღომის ღომით სავსე გობი ეჭირა,
რომელშიც კვერცხები და ბროწეულები ელაგა. „მაკუჩხური“ სამჯერ დააკაკუნებდა კარებზე, სახლიდან გამოსძახებდნენ
„ რა მოგაქვს“ ის კი იწყებდა ლოცვას „ხვამა ჯგირობუა, გომორძგუა, აშინება, აფშხირება და კიდევ ვინ იცის რა ..... კარის გაღების
მერე სახლში შემოყრიდა ტკბილეულს და მარადმწვანე ტოტს ყველაფერს გადაუსვამდა.
„სანწალე კუჩას“
„მაკუჩხური“ იმ დღეს არავის სახლში არ შედიოდა, რომ ეს სიუხვე მის ოჯახში დარჩენილიყო.
წესით ყველა ადამიანი თავს იკავებდა ყოველ
შემთხვევაში ალიონზე, „სანწალე კუჩხა“ დღეს
პირველი
არ ეფეხა ვინმეს ოჯახში - არ მინდა „მაკუჩხური“ ვიყოო. სამეგრელოში თქმა იცოდნენ უბედურების დროს „მიქ
აკუჩხუუ ჩქიმ ცოდა თე წანას.“
„სანწალე კუჩხას“ სუფრა ძალიან რიტუალური იყო, ეს არ იყო
არც წვეულება და არც ღრეობა, ეს იყო, მსუყე,
ბარაქიანი, უხვი, მშვიდი, ლოცვის და ხვეწნის, სიყვარულის რიტუალი. მთავარი ფიგურანტი
როგორც გურიაში, ასევე სამეგრელოში ღორი და დაკოდილი მამალი იყო, რომელსაც მეგრელები
„ყვარილს“ ეძახდნენ. ყვარილს და ღორს დიდი
ხნით ადრე უწყებდნენ გასუქებას, რასაკვირველია სიმინდით და ყველის შრატით. ღვინოც ზედაშე
იყო, რადგან „სანწალე კუჩხასთვის“ ცალკე ინახებოდა. თუ გურიაში ბასილას აცხობდნენ, სამეგრელოში მუხუდოგარეული
ჭვიშტარი ცხვებოდა ღორის თეთრი ქონით, რომელსაც „ცნარი“ ერქვა და მაწვნით იზილებოდა, ზემოდანაც
ეყრებოდა ჭყინტი ყველი. ხაჭაპურიც განსაკუთრებული
უნდა ყოფილიყო, რასაკვირველია მორთული, ოღონდ
თუ შიგნით ჭყინტით იყო სავსე, ზემოდან სულუგუნის ფენებით და კვერცხით იფარებოდა. კეთდებოდა
ფელამუში ნიგვზით, და რასაკვირველია ელარჯი. ელარჯს, როგორც დესერტს ხშირად კამეჩის
მაწონზე მოსხმული თაფლით მიირთმევდნენ.
ადამიანებ ამ
დღეს ცდილობდნენ, რომ ყოფილიყვნენ, მშვიდები, მხიარულები, კეთილები და მოსიყვარულეები.
პირველი აუცილებლად სახლში სადილობდნენ და უკვე დღის მეორე ნახევარში იწყებდნენ სამეზობლოში
გადასვლას „კუჩხა-კალადას“ მისალოცად.
2015
2015
No comments:
Post a Comment