ერთ ერთი
კარგია ალკოჰოლიიიი.....
ტახტზე მარცხენა მხარზე წევს, ბალიშები აქვს ჩახუტებული,
ერთი შემომხედა ჩემს სალამზე და.. –ტ..................იიიიიიიიიიიიიიი
დაუძახა
–აი ის წიგნი მომაწოდეთ მუქი ლურჯი რომ დევს ჩემს მაგიდასთან....
–ათვალიერებს........ როგორც ყოველთვის ძალიან ახლოს
მიაქვს თვალთან და გულმოდგინედ აკვირდება
–აი იქ ხომ
ხედავთ ყირგიზული კონიაკი დევს...
–კი ვზედავ „კრგზკონიაკ“
–წაიღეთ, დასალევად მაინც არ ვარგა, სამზარეულოში საჭმლის
გასაკეთებლად გამოიყენებთ, ან ფლამბესათვის კარგია.
–ძალიან დიდი მადლობა
–ჰო..
–შეიძლება რაღაცა გითხრათ?
–მითხარით, მითხარით...
–თქვენ ხომ ამოგყავთ ყველი სახლში?
–მერე
–აი ფეხი რომ გტკივათ პოდაგრას გამო, ყველს რომ ამოიღებთ
დარჩენილი შრატის ვანები გაიკეთეთ, ძვლების ტკივილის, ნერვის ანთების კარგი სამკურნალოა,
დედაჩემს ბებიაჩემი უკეთებდა და მე თვითონ მაქვს ნანახი.
–რა შუაშია პოდაგრა ხომ რაღაც მოლეკულური წარმონაქმნია,
თუმცა რატომაც არა ძალიან საინტერესოა.
–მოდულმა შეცვლილი პროგრამა გამოაგზავნა ..... ვუჩვენებ
.....
–ვხედავ, არაფერს არ აკეთებთ, ყავა, ლანჩი..
–დაწიეთ..... კიდევ დაწიეთ...... ეხლა დაბრუნდით უკან...... –ამიხსენით რა არის Kitchen
Management ? ეს ალბათ სამზარეულოს მართვას ეხება....
- ალბათ კი არა, ამიხსენით რა არის, რატომ არ კითხეთ?
–არ მივიჩნიე საჭიროდ, რადგან მენეჯმენტი, მართვაა,
და თუ სამზარეულოშია, ის მომარაგებას, დასაწყობებას, ფუნქციების განწილებას, და ა.შ.
შეეხება
–თქვენ ზარმაცი ხართ
–არა სულაც არა ვარ ზარმაცი,
–მაშინ დაინდეთ ხომ ის ვიღაცა, დედამოტ.... გერმანელები,
ჩვენ ტყიურები ვართ და ამდენს ვერ შეგაწუხებთო?
–არა არ დამინდვია უბრალოდ ალბათ ჩემი შეცდომაა
.....
–ჰო თქვენი შეცდომაა და ხშირად გაქვთ შეცდომები...... რატომ არის, რომ თქვენ ორთან შეხვედრის მერე მუდამ
ცუდ ხასიათზე ვარ, რაღაცნაირად მუშაობთ......
–ეს კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლა რაღაა?
–ეს თუ როგორ მისცეს მასწავლებელმა ის ნაკრები რასაც
კომპეტენცია ჰქვია, ცოდნა უნარები, დამოკიდებულებები;
–ეს დაჭრის
სწავლა რაში უნდათ?
–მასწავლებლებმა ცალსახად ყველამ მთხოვა, რადგან, სხვადასხვა ნაჭრები, სხვადასხვა
სადილებისთვის გამოიყენება, და ასევე საქონელს როგორ უდა ააცალო ნაწილები და დააფასოვონ.
–არა მაინც საჭმლის კეთების სასწავლად მიდიხართ
–არ მივდივართ საჭმლის კეთების სასწავლად. თუ მე მაგალითად
„მგზავრის წერილბს“ ვასწავლი და ვცდილობ დიდაქტიკა და მეთოდიკა დავანახო მასწავლებელს, ტექსტის გარეშე ხომ ამას ვერ გავაკეთებ, ჰოდა ამ
შემთხვევაში ტექსტი საჭმელია, ის ხალხი ყველა პუნქტში აღნიშნავს, რომ ყველა ეტაპზე
აქცენტი იქნება მეთოდებზე.
–რა ქენით საელჩოზე?
–შევიტანეთ საბუთები უპრობლემოდ, დავჯავშნით ბილეთებს.
–სამწუხაროდ ერთერთი მასწავლებლი ბ......ი ვერ მოდის
ავადმყოფობის გამო
–რა მოუვიდა
–ზამთარში ვირუსი ჰქონდა და გაურთულდა ფილტვებში, ექიმი
უკრძალავს ფრენას.
–უკვე მივწერეთ
–კიდევ კიდევ რა საკითხი გაქვთ?
–ფესტივალის მოსაწვევები
–გითხარით ეხლა არ ვაკეთებთ, მაგრამ მიჩვენეთ
–რა არის ეს ჩახუჭუჭებული, ხომ გითხარით არ გინდათ მეთქი
–გამოვბეჭდეთ.... ნახეთ... შ.... მიაქვს და აძლევს, ეს ტექსტი შიგნით ჩაიდება........... კითხულობს, აქ გაასწორეთ სად შედგება დააკონკრეტეთ
–კიდევ?
–კიდევ ტრიდეში იქნება ბანერი 1,5X2,
კარგი.
–კიდევ?
–სულ ეს იყო
–კარგით, კარგით
–შ... სხვა ალტერნატიულ ფართზე ხომ არ ვიფიქროთ ფესტივალისთვის?
–არა
–მადლობა კონიკისთვის
მ....., დ.....სი და ლ...... შემოდიან... გ.....
ეუბნება –ჯერ არ დაგვიწერია ბატონო ....
–აბა რას შემოდიოდით, წადით, წადით და დაწერეთ ტ ...იიიიიიიიიიიიიიი!
ჩამოვდივარ და ტირილს ვიწყებ, მრცხვენია შ.....სი, მაგრამ
თავს ვერ ვიკავებ, მერე კონიაკს ვსვამ ცოტა ხანში ვწყნარდები........... კარგია ალკოჰლიიიიიიიიიიიიი..............
No comments:
Post a Comment