ვინც სწორად ეძებს ის
პოულობს. \
რომ იპოვო, ზემოდან უნდა
ნახო, მაღლიდან უნდა გადახედო....
ვერ ნახავ თუ არ იფრენ ....
მაღლიდან თუ ვერ დახედავ, ვერც
იპოვი ..... .
იყო, ცხოვრობდა, დაფრინავდა, პატარა, რომელმაც ფრთები მოიჭრა თავისი სიყვარულისათვის,
რომელსაც სახელად ხან მიზანს, ხანაც მოსვლის არსს, ან აზრს, დანიშნულებას და
ათასგვარ რამეს არქმევენ.
მას სიგიჟემდე უყვარდა ფრენა, დაფრინავდა დღისით, ღამით,
მაშინაც როცა იჯდა, როცა ჭამდა, როცა გიჟობდა, როცა უყვარდა, როცა ღალატობდა.... სულ დაფრინავდა, მაგრამ ეს ხომ უსასრულობა იყო. როგორ შეიძლებოდა მუდმივად
ეფრინა, ოდესმე ხომ უნდა „დამჯდარიყო“, ვერ ჯდებოდა.
ყველაზე
უზენაესისგან მიიღო დახმარება, შველა,
რომელსაც იგი მუდმივად ითხოვდა, მაშინ როდესაც „დასაჯდომ“ ველს ეძებდა,...... მან
კი მიუთითა.... აი აქ არის შენი ადგილიო.... და
ისიც დიდის ვაი ვაგლახით მიფრინდა იმ
ადგილას. დიდხანს მოუნდა გზის გავლას,
ბევრჯერ შეეშალა ამ უკიდეგანო სივრცეში,
ბევრჯერ გონებაც აერია და დაავიწყდა სად მიუთითეს, მაგრამ ერთხელ გაბრწყინდა,
გაბრწყინდა და ნათლად იხილა ის ადგილი. ჩამოფრინდა, მაგრამ არა
ციდან არამედ, იქვე ახლოს... თითქოსდა მის
გვერდით ყოფილა ის ადგილი. უბრალოდ დაივანა, ფრთები
აღარ სჭირდებოდა და მოიჭრა. მოიჭრა იმის
შიშით, რომ ისევ არ ეფრინა, რადგანაც მთელი ცხოვრება ხომ დაფრინავდა და შეჩვეულიც
იყო..... ნახა ის, თავისი, რომელსაც ყველა ეძებს, ზოგი პოულობს, ზოგიც ვერა.....
მან იპოვა, რადგანაც ეძებდა, მუდმივად ეძებდა და ამიტომაც სულ დაფრინავდა, რადგანაც
ეშინოდა შეჩერების, რომ არ ეფრინა ეშინოდა, რომ ვერასოდეს ვერ იპოვიდა იმას რასაც ეძებდა, იმას რისთვისაც მოვიდა, და
რისთვისაც მუდმივად დაფრინავდა... ამიტომაც იპოვა....
იპოვა და ბედნიერია....
ვინ რას ეძებს და ვინ რას. ბევრნი ეძებენ და ჰგონიათ რომ
იპოვეს, ზოგი თავს იტყუებს,
რომ იპოვა, და არ აინტერესებს ნამდვილად ის იპოვა კი რასაც ეძებდა? ან
ეძებდნენ ასეთები საერთოდ სწორად?
რომელი სჯობს?.......
16.06.06
No comments:
Post a Comment