7.07.2012.
ბოლო შეხვედრას
კახას კაბინეტში ნამდვილად ტრაგიკულს დავარქმევდი, ეს მერამდენე სტრესია, უფრო სწორად
სტრესის აპოგეა .....
მას მერე ათი
შრომატევადი დღე გავიდა, ბოსი აქ არ არის, რა ჩქარა გადის დრო როცა გინდა რომ უამრავი
რამ მოასწრო, რაშიც პროფი არ ხარ. როცა ამას აცნობიერებ კიდევ უფრო მეტი მონდომებით
ცდილობ ბევრი ისწავლო და პრაქტიკაშიც მოასწრო ამ ერთბაშად ნასწავლის რეალიზება, თან
მაშინ, როცა პრესის ქვეშ და ცაიტნოტში ხარ. თუმცა შენი თავიც არანაკლებ გეცოდება, რადგან
„ცუდია როცა დეზებს სცემენ ისეთ ცხენს, რომელიც ისე გარბის როგორც შეუძლია და კიდევ
უფრო მეტად ვიდრე შეუძლია.“ მე მგონია, ეს მენეჯმენტმა უნდა გაითვალისწინოს, თუმცა
რომელ მენეჯმენტზეა საუბარი? ველურზე? ქართულზე? ამერიკულზე თუ იაპონურზე? თუ საერთოდ
მის უქონლობაზე?
ერთი კვირა ინტენსიურად
ვიმუშავე პროფესიული მზარეულის IV საფეხურის სილაბუსებზე. მართალი ვთქვა
ძალიან გამიჭირდა, რადგან სულ სხვა სპეციფიკაა, სხვა საგნებია და სხვა უამრავი დოკუმენტაცია,
რომელიც უნდა გაითვალისწინო. ყველა სასწავლებელს
თავისი წესები აქვს, აკრედიტაციის კომისიას თავისი, არის „სპეციალიზებული მარაზმები,“ რაც აუცილებლად უნდა შედიოდეს ყველა პროგრამაში და სილაბუსებში,
ოღონდ ზოგიერთი პუნქტი არავინ იცის რატომ.
შეიძლება არც იმ ურფინჯუსის ჯარისკაცებმა იციან, რომლებიც მერე აკრედიტაციის საბუთებისთვის
უნივერსიტეტებში დადიან და ჩაწერილი ნუსხის მიხედვით „გალაჩკებს“ სვამენ საჭირო ადგილას,
არადა როგორ დავიჯერო ყველა ის საგანი ესმით რაც ისწავლება ამა თუ იმ პროგრამის დროს?
რა პარადოქსია, ადამიანი სპეციალობის აზრზე არ არის და ამოწმებს სხვადასხვა საგნების თაიგულს, რომელმაც
კომპეტენცია უნდა მისცეს ამ სპეციალობას. როგორ? როცა თვითონ გაგნებაში არ არის? ეს საინტერესო ფაქტია, მაგრამ ამჟამად ეს ასეა,
რადგან ამას ჯადოსნური „ბოლონიის პროცესი ითხოვს.“ ეხლა მესმის კახასი, ამ ბოლონიის
გაგონებაზე რომ ბურძგლავს. ამ ბოლონიის პროცესს
რასაკვირველია თვისი პლუსები აქვს, მაგრამ ეს ფორმალიები გაგაგიჟებს, თან შთბეჭდილება
გრჩება, რომ ბევრი რამ ისეთმა ადამიანებმა დაწერეს, რომლებსაც არ ემისთ სასწავლო პროცესის
რეალური ფორმატი და სერთოდ არ იციან პედაგოგიკა და დიდაქტიკა. მხედველობაში არ მაქვს რასაკვირველია
ჟაკ დელორისნაირები.
მეოთხე სართული,
სადაც დროებით ვიჯექი სანამ პროგრამებს და სილაბუსებს ვაკეთებდი ძალიან კარგად შემხვდა.
თეკლამ ყველაფერი გააკეთა ჩემს დასახმრებლად.
ზოგადად ის გარემო,
სადაც ვმუშობდი ეს ერთი კვირა, მომეწონა. მომეწონა
ადმიანების თბილი და უშუალო ქართული დამოკიდებულება.
ქართული დამოკიდებულება
მიყვარს და რა ვქნა. როგორ შეიძლება ადამიანები ერთ ოთახში ისხდნენ და ერთმანეთს არ
იცნობდნენ ან არ ესალმებოდნენ. ამაზე სულ ლალის ძროხა ზოია მახსენდება, რამდენი წელია
ლალიმ გაყიდა და ყოველ ჩვენს ჩასვლაზე ბედიანში, როგორც კი თვალს მოგვკრავს ბღავილით
იკლებს იქაურობას „ჩამოხვედით გოგოებო როგორ ხართო.“ ზოგიერთი ნაცნობი ზოია კი ისე
ჩაგივლის თავისუფალ უნივერსიტეტში, რომ თითქოს პირველად გხედავს და არა სამი ოთხი წელია.....
413 ში ვზივარ,
ეს არის ძალიან დიდი აუდიტორია, დაახლოებით
150 კვ, იქნება. აქ ზის პრორექტორი
ზვიადი და ყველა დეკანი თავისი ასისტენტებით. შემოსასვლელიდან მარცხენა მხარეს ოთახის
ბოლო კუთხეში გაყოლებაზე გრძელი მაგიდაა, სადაც ყავა, ჩაი, შაქარი ელექტრომადუღარა
„მინუტკა“ და სხვა “აქსესუარები“ ალაგია. პრიანიკები, ბუბლიკები, ხაჭაპურის „ასკოლკები“ ხილი „მჭამელს“ ელოდება. არსად არ არის წყლის რეზერვუარი, არც სანაგვე ვედრო,
ყველაფერზე ტუალეტში გიწევს სირბილი. ამიტომ
ყოველ დღე გზის ხრჯებს, წყლის ხარჯიც ემატება.
გრძელი მაგიდის თავში ლევან გულუა ზის, კვების დეკანი, ჩუმი, მაგრამ საინტერესოდ
მოსაუბრე ადამიანია, მე მას ზაზუნას ვადარებ,
არ ვიცი რატომ, ფერადი კაცია, არც თეთრი და არც ქერა... ყოველთვის მზად არის რომ დამეხმაროს, მიწევს კონსულტაციებს, როგორც კვების
მეცნიერებების საკითხებში ასევე, ყველა იმ დოკუმენტაციის გაკეთების საკითხებში, რაც
აკრედიტაციას სჭირდება. გაყოლებაზე სხვადასხვა
დეკანები და აკადემიური პერსონალი ზის. თეკლე გურიელიძე ჩემი ყოფილი სტუდენტი ბიზნესის
სკოლის დეკანია. კარგი სტუდენტი, კარგი ბავში, უმეტესწილად კარგი კოლეგა იქნება. „ამოუცნობია
შენი გზები უფალო.“ რომ ვუყურებ სულ მახსენდება
როგორი იყო ბავშვობაში, დიდრონი კითხვისნიშნიანი თვალებით, წესიერი და გულმოდგინე,
ასეთი სტუდენტი არასდროს მოგატყუებს. მე მისი ადამიანურობის გამოხატვის კონკრეტული
მაგალითებიც მაქვს, თუნდაც ვაჟას პრობლემის მოგვარება ქეთასთან ერთად გერმანიაში.
ჩემს გვერდით
ახლა ქალბატონი ნინო ზის, პირველად თითქოს ამრეზით შემხვდა, რადგან ყველას ეშინია ახალი ადამიანების გამოჩენის, ვინ არის და
რა უნდაო, აქ კონკურენტის შეგრძნებით გხვდებიან, მაგრამ სწორედ ეს ქალბატონი ძალიან
დიდ ყურადღებას მაქცევს ეხლა, ასევე არიან სხვა ქალბატონებიც. ჩუმად ზის პრორექტორი,
ზვიადი, მარინასგან გამიგია მის შესახებ, უფრო ახალგაზრდაა ვიდრე მეგონა.
ფანჯრიდან სიმწვანე
მოჩანს და ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს, ირგვლივ უამრავი ნარგავია, რაც სიმშვიდეს
მატებს. ადამიანებიც არ არიან ქოთქოთა და აგრესიულები.
ზოგადად აქ პერსონალი
შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს, ძველები, რომლებიც ცდილობენ რომ მიმდინარე პროცესებს
აუწყონ ფეხი და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. თანამედროვე ტიპის ინტელექტუალი, საშუალო ასაკის
პროფესორები-როგორიც დათო ბედოშვილია. საქმოსანი
საშუალო ასაკის სასტავი, როგრიც კანცლერი და მის ირგვლივ მყოფები არიან, და ახალგაზრდები-არა
სტუდენტები, არამედ თანამშრომლები და კიდევ ახლადგამოჩეკილი უზრდელი ლექტორები. მათ
შესახებ ბევრს ვისმენ სტუდენტებისგან თუ როგორ „აღადავებენ“ „გოიმების სასტავს.“ ზოგიერთ მათგანზე ვერაფერს ვიტყვი, თანამედროვე,
ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, რადგან პირადად ვიცნობ, და მგონია, რომ კარგი შანსი აქვთ
აკადემიაურ პერსონალად გაიზარდონ. არიან ისეთებიც,
რომლებმაც საზღვარგარეთ კორიდორებში გაირბინეს და ჰგონიათ, რომ ძალიან მაგრები არიან,
უცნაურობებით და ორიგინალობის მცდელობებით. თანდათანობით ალბათ ყველაფერი დალაგდება, ასე სწრაფად
ალბათ ვერ მოწესრიგდება, როგორც თავისუფალ უნიში, რომელიც დალაგებულ და საათის მექანიზმივით
აწყობილ იესემის ბაზაზე გაკეთდა, აქ მასშტაბები დიდია და ყველაფერიც „ჩახრონძებული“
იყო.
დღეს მძიმე დღე
ჰქონდათ აქაურებს ჩემსავით, მე სილაბუსების ქაოსში ვიჯექი, ისინი კი შეურაცყოფილად
გრძნობდნენ თავს. საპროფესოროში ყველა იმაზე
ლაპარაკობდა, რომ ხალხის გაყრისთვის ისევ მოიგონეს უნარების ტესტი, რომელსაც ტექპერსონალს
აწერინებენ. ვინც ეს ტესტი შარშან გაიარა, ძალიან ცუდ დღეშია. რასაკვირველია თანამშრომლები
უფრო აკადმიური პერსონალი, რომელიც ამ ტესტს არ წერს, მათ თანაუგრძნობს. იგივე თეკლემ
გუშინ, მითხრა, რომ ნინო, რომელიც მისი ასისტენტია, ფაქტიურად გაშვებული იყო, მერე
მას დაუვალებია რაღაცეები და აღმოჩნდა, რომ ძალიან საჭირო ადამიანი ყოფილა თავისი უნარებით
და ცოდნით. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან საინტერესო
პროცესები მიდის.
მე ვუკავშირდები
სხვადასხვა საგნის პოტენციურ პროფესორებს, რომლებმაც შეიძლება, რომ IV საფეხურზე ლექციები წაიკითხინ, რადგან
ეს საფეხური უკვე კვების ობიექტების მენეჯერებისთვისაა. გულმოდგინედ ვსწავლობ სტანდარტს,
კვალიფიკაციის ჩარჩოს და სხვა ჯოჯოხეთს, რასაც კანონი ითხოვს და მის მიხედვით ვგეგმავ
კურიკულუმს. აი საათების და კრედიტების დათვლა,
მისი სწორად განაწილება საერთო კრედიტებთან მიმართებაში, სილაბუსების ზუსტად ისე გაკეთება
როგორც აგრუნიშია მიღებული და სხვა სატანჯველები
ჯერ კიდევ წინ მაქვს.
ხვალ პროფესიული
სასწავლებლის „იკაროსის“ მასწავლებლებს ვხვდებით,
მათ III საფეხურისთვის
სილაბუსები უნდა მოიტანონ, რაც დიდად მეეჭვება, რადგან ფეხს ითრევენ. ბევრ მათგანს
ეჭვი ეპარება, რომ ეს საქმე გამოვა. თან რაღაცნაირი შიშის გრძნობა აქვთ, რომ სამსახურს
კარგავენ, არადა შეიძლება პირიქითაც იყოს, მაგრამ როგორ უნდა მისცე გარანტია? ჯერ ამაზე მე და შაკოს პასუხი არ გვაქვს, რასაკვირველია
კახას უნდა ვუამბოთ ეს ყველაფერი.
გუშინ ლაშა გოცირიძემ აგრარულის რექტორმა, თამარ კაკუტია გაგვაცნო, რომელიც როგორც „პროფესიულების
დედა“ ისე მოიხსენია. ის აქტიურად ჩაერთო ჩვენს საქმიანობაში, თუმცა ჩვენ ვის რა გვევალება
და ვინ რაზე ვართ პასუხისმგებელი კონკრეტულად,
არ ვიცით, არ ვიცით რა პოზიციაზეა ეს ქალბატონიც, თუმცა ვიცით, რომ ის განათლების
სამინიშტროს კადრი იყო ადრე, მერე კი ერთ ერთი პროფსასწავლებლის დირექტორი. ეს ქალბატონი სულ „იკაროსში“ ზის, მას ზოგიერთი
მასწავლებელი „იკაროსში“ ამრეზით ხვდება და ცდილობს ჩვენგან გაიგოს ვის რას უპირებს
„პროფესიულების დედა,“ თუმცა ჩვენ მით უმეტეს
რა ვიცით ამის შესახებ? თამუნამ, როგორც ის
თავის თავს უწოდებს, ყოფილი თანაშემწე მოიყვანა დირექტორად ჩართოლანი, ერთი შეხედვით
უწყინარი სვანი და დასვა „იკაროსში,“ ამბობს,
რომ ყველაფერს თავიდან ალაგებენ ამ სასწავლებელში, რადგან ქაოსი და უამრავი დარღვევა
იყო. ჩვენ სამს უკვე, შაკოს მე და კაკუტიას,
ლაშა რექტორმა კიდევ ერთი დოღლი კაცი შეგვტენა, პაატა ჩიქოვანი, რამეში გამოიყენეთო, მე
და კაკუტიამ ვერაფრით გავიგეთ რაში უნდა გამოვიყენოთ ეს ტიპი. ისე კი ამბობს, მე ეს
გამიკეთებია, მე ის გამიკეთებია, კახამ ერთხელ ასე მითხრა, კახამ ერთხელ ისე მითხრა....ო,
ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს, ბევრ რამეს....
ჯერ წინ კახასთან
შეხვედრაა, ბოლო „დაბომბვის“ მერე რა გველოდება
მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის ..... გარეთ კი
ზაფხულის ხვატია, აქ კი გაჯის, საღებავების,
ვინილის, სამშენებლო მასალების და ნაგვის სუნი დგას...
Play Betting on the Sports of Asia – Sports - ThTopBet.com
ReplyDeleteOnline クイーンカジノ Sports Betting starvegad in Asia. Top Tipsters - All Trusted - Play Betting Legally rb88 Top Tipsters - Betting Legally - Sports Betting - Live Odds.